• რეკლამა
  • კონტაქტი
14:18, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

10 იდეა სააღდგომოდ კვერცხის შესაღებად და გასაფორმებლად

შეღებილი კვერცხის გაფორმების 6 გზა

ალია ავტორი - ალია
18:55 04-19-2022
- ახალი ამბები, ბიზნესი, გურმანი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,220

აღდგომა ყველა ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ამ დღის აღსანიშნავად კი, ტრადიციულად, თითქმის ყველა ოჯახში იღებება კვერცხი, რადგან იგი აღდგომის სიმბოლოა.

მოგეხსენებათ, კვერცხის შეღებვის მრავალი ნაცნობი ხერხი არსებობს. თუმცა, იმისათვის, რომ სააღდგომო სამზადისი მაქსიმალურად გაგიმარტივოთ, გვსურს, გაგიზიაროთ როგორც კვერცხის შეღებვის, ასევე მორთვის რამდენიმე იდეა. ამასთან, თუ პასკის ფორმების, სააღდგომო აქსესუარების, მცენარეების, ტექნიკის, გარე ზონის ავეჯის ან ნებისმიერი პროდუქციის შეძენა გსურს, გორგიას ათივე ფილიალში დიდი წინასააღდგომო ფასდაკლებები დაგხვდება.

 

მოდით, დავიწყოთ

 

კვერცხის შეღებვა

  1. ენდრო (დრო: 2 საათი)

კვერცხის ენდროთი შეღებვა ყველაზე გავრცელებული მეთოდია საქართველოში.

გთავაზობთ ინგრედიენტებს, რომლებიც დაგეხმარებათ კვერცხის შეღებვაში:

  • ენდროს ფესვები  1-2კონა;
  • კვერცხი 30-40ც;
  • ხახვის ფურცლები  4-5 თავის;
  • ძმარი  1ს/კ;
  • მარილი  1ს/კ;
  • წყალი  1,5-2ლ;

 

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ენდროს ფესვები, დავჩეჩქვოთ, ჩავდოთ ქვაბში,  დავასხათ წყალი და დავდგათ ნელ ცეცხლზე. როცა ადუღდება, დავამატოთ ხახვის ფურცლები და  ვადუღოთ 30 წუთი, გადმოვდგათ და გავაცივოთ. შემდეგ კიდევ ავადუღოთ 20 წუთი, რათა კარგად გამოუვიდეს ფერი. გავაცივოთ. ამის შემდეგ ჩავაწყოთ მასში კვერცხები. თან ისე განვალაგოთ, რომ ენდროში და ხახვის ფოთლებში იყოს დაფარული, დავამატოთ მარილი და ძმარი. ადუღებიდან 20 – 25 წუთი ვადუღოთ, შემდეგ გადმოვიღოთ კვერცხი ცივ წყალში, რათა უფრო ადვილად გაიფრცქვნას.

 

 

 

  1. ხახვის ფურცლები (დრო: 30 წთ)

ხახვის ფურცლებით შეღებილი კვერცხი გამოდის ხასხასა მუქი წითელი.

გთავაზობთ ინგრედიენტებს, რომლებიც გამოგადგებათ კვერცხის ხახვის ფურცლებით შეღებვისას:

  • ხახვი  4-5 თ;
  • წყალი  4ჭ;
  • მარილი  1ს/კ;
  • ძმარი  2ს/კ;
  • კვერცხი  4ც;

 

 

მომზადების წესი:

ხახვის ფურცლები ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ვადუღოთ 10-15 წუთი. გავაცივოთ, შემდეგ ჩავაწყოთ მასში კვერცხი, ჩავასხათ ძმარი, დავამატოთ მარილი და ვადუღოთ 20-25 წუთი, ასე მივიღებთ მუქ შეფერილობას. გადმოვდგათ, ცოტა ხანი გავაჩეროთ ხსნარში და შემდეგ ამოვალაგოთ კვერცხი.

 

  1. ხელოვნური საკვები საღებავი

ხელოვნური საკვები საღებავით შეღებვისას კვერცხი გამოდის ხასხასა წითელი.

ინგრედიენტები, რომლებიც გამოგადგებათ ხელოვნური საკვების საღებავით კვერცხის შეღებვისთვის:

  • ხელოვნური საკვები საღებავი;
  • წყალი  4ჭ;
  • მარილი  1ჩ/კ;
  • ძმარი  1 ჭ;
  • კვერცხი  4ც;

 

მომზადების წესი:

ერთ ჭიქა ცხელ წყალში გავხსნათ ხელოვნური საკვები საღებავი, ამავდროულად, ერთი ჭიქა გავავსოთ ძმრით. ქვაბში ვასხამთ როგორც საღებავიან, ასევე ძმრიან ჭიქებს, ვამატებთ იმდენ (ცივ ან ცხელ) წყალს, რომ კვერცხები დაიფაროს. შემდეგ  ავურევთ ერთმანეთში, რათა კარგად გაერიოს საღებავი და უკვე მოხარშულ, გაციებულ კვერცხებს ვალაგებთ ქვაბში.  ვაჩერებთ 10-12 წუთი. ერთდროულად ბევრი კვერცხის ჩალაგება რეკომენდირებული არ არის.

 

 

  1. ჭარხალი

ჭარხლის ნახარშით შეღებვისას თქვენი კვერცხი მიიღებს ვარდისფერ/მოწითალო შეფერილობას.

ჭარხლის ნახარშით კვერცხის შეღებვის ინგრედიენტები კი ასეთია:

  • ჭარხალი;
  • წყალი 4ჭ;
  • თეთრი ძმარი 2 ს/კ;

 

 

 

 

მომზადების წესი:

ჭარხალი დავჭრათ პატარა ზომის კუბებად იმ ქვაბში, რომელშიც კვერცხის შეღებვას გეგმავთ. ჩავალაგოთ გარკვეული ნაწილი, დავაწყოთ კვერცხები და ზემოდან კვლავ ჭარხლის კუბიკები დავაწყოთ. ჩავასხათ ონკანის წყალი და ორი სუფრის კოვზი თეთრი ძმარი. დავდგათ ქურაზე და ავადუღოთ. ადუღების შემდეგ, კვლავ დავტოვოთ ცეცხლზე 15 წუთი. შემდეგ კვერცხები ცივ წყალში გადავიტანოთ და გავაგრილოთ, რათა გაფცქვნის დროს ნაჭუჭს არ მიეწებოს. ღამით კი, როდესაც ჭარხლიანი წყალი გაცივდება, შეგვიძლია, ისევ ჩავალაგოთ ეს შეღებილი კვერცხები და შევდგათ მაცივარში მთელი ღამით, რათა უფრო ინტენსიურად მიიღოს წითელი შეფერილობა.

 

 

შეღებილი კვერცხის გაფორმება

 

სააღდგომოდ შეღებილ უმეტესად წითელ კვერცხს სილამაზისთვის აფორმებენ კიდეც სხვადასხვა მეთოდებით. ჩვენ კი გთავაზობთ სააღდგომო კვერცხის გაფორმების რამდენიმე ხერხს:

 

  1. კვერცხის მორთვა მწვანილით

 

დაგჭირდებათ ქორფა მწვანილი – ოხრახუში ან კამა. სასურველი ნახარშის მომზადების შემდეგ, თითოეულ კვერცხზე დავადოთ მწვანილის ფოთლები და მაქსიმალურად მჭიდროდ შევკრათ ძაფით. კვერცხები მოვათავსოთ ნახარშში, რომლითაც შევღებეთ კვერცხი და ვხარშოთ 15 წუთი. შემდეგ მოვხსნათ ძაფით დამაგრებული მწვანილის ფოთლები.

 

  1. დაწინწკლული კვერცხი

 

მოვამზადოთ სასურველი ნახარში, გავრეცხოთ კვერცხი და გაუმშრალებლად ამოვავლოთ ბრინჯში. მაშინვე მჭიდროდ შევკრათ მარლაში, მარლის ბოლოები გავკვანძოთ და მოვახარშოთ 15 წუთით, ადუღების შემდეგ. ამ მეთოდით კვერცხი შეიძენს დაწინწკლულ იერს.

 

  1. კვერცხის ბისერებით მორთვა

იმისათვის, რომ მოვრთოთ სააღდგომო კვერცხი ბისერებით, საჭიროა, რომ მყარი, მოხარშული კვერცხი მდნარ ცვილში მოვათავსოთ. მისი მორთვა იწყება მაშინ, როცა ცვილით მთლიანად დაიფარება კვერცხი და გაცივდება. თავდაპირველად, გარე შრეზე ნემსით სასურველი დეკორაციის მონახაზს შევქმნით, პინცეტით ბისერს ამოვიღებთ და 2 წამის განმავლობაში სანთლის ალზე შევახურებთ. ამის შემდეგ მას დავაკრათ ის კვერცხზე. შეხებისას ცვილი დნება და გახურებულ ბისერს მტკიცედ იკრავს. ამ გზით, შესაძლოა, ნამდვილი ხელოვნების შედევრები შექმნათ!

  1. კვერცხის მორთვა დეკუპაჟის მეთოდით

 

კვერცხის მორთვისათვის ასევე პოპულარულია დეკუპაჟის მეთოდი. ამისთვის დასურათებულ ხელსახოცებს იყენებენ. თხევადი წებოს დახმარებით, სურათები მოხარშული კვერცხის ზედაპირზე გადააქვთ. წებოს ნახატის ცენტრიდან ბოლოების მიმართულებით უსვამენ. ამის შემდეგ, მორთულ კვერცხს აშრობენ.
თუმცა, წებოს ნაცვლად, კვერცხის გულის გამოყენებაც შეგვიძლია. ცილა უნდა გამოვაცალოთ და ფუნჯით/ღრუბლით ხელსახოცის დეტალი გარსზე მივაწებოთ. მთავარია, რომ კვერცხს შემოეკრას. ბოლოს, იდეალური ელფერისთვის, აკრილის ლაქი უნდა გადავუსვათ.

5. კვერცხის მორთვა ასევე შესაძლებელია ელასტიური შემსრულებლებით, ლენტებით. მნიშვნელოვანია, რომ შეღებვის შემდეგ გავაშროთ და მოვაშოროთ ელასტიური ზოლები ან ლენტები, რადგან სწორედ ეს ქმნის ზოლიან კვერცხებს.

 

 

  1. თერმული სტიკერები

 

კვერცხების გაფორმების ყველაზე სწრაფი გზაა თერმული სტიკერები. დღესასწაულის დაწყებამდე ისინი ყველგან იყიდება, მათი გამოყენება კი სწრაფად და მარტივად შეიძლება: განვათავსოთ სტიკერი მოხარშულ კვერცხზე და ჩავყაროთ მდუღარე წყალში. როდესაც სტიკერი კვერცხის გარშემო იქნება, გამოვიღოთ და გავაგრილოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

თეგები: აღდგომაგორგიაკვერცხიკვერცხის გაფორმებაკვერცხის შეღებვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved