• რეკლამა
  • კონტაქტი
20:13, შაბათი, 7 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

10 000–ლარიანი ჯილდო აქციებზე დაკავებული გრიბულის და ზინოვკინას საქმის მტკიცებულებებისთვის

ალია ავტორი - ალია
20:52 07-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
175

ჯგუფ დაიტოვეში დაწერეს, რომ წესდება ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით მათთვის, ვინც 2024 წლის 17 დეკემბერს საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის დაკავებისას გადაღებულ ვიდეო-აუდიო მასალას (მათი არსებობის შემთხვევაში) ან სხვა მტკიცებულებას, თუნდაც ანონიმურად გადასცემს განცხადების ავტორებს და თუ მიწოდებული მასალა სასამართლოში იქნება გამოყენებული.

არტემი და ანასტასია ქაშუეთის წინ ჩაითა და ყავით უმასპინძლდებოდნენ აქტივისტებს, “დაიტოვეში” გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, მათ ცრუ ბრალი წარუდგინეს, თუმცა პოლიციელებმა არაერთხელ მიუთითეს, რომ ისინი სწორედ აქციებში მონაწილეობის გამო ისჯებოდნენ.

“როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო, არა ერთი ადამიანი იმყოფება უსამართლო ტყვეობაში.

პოლიტიკურ პატიმრებს შორის არიან რუსეთის მოქალაქეები, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული. ისინი ქაშუეთის ტაძრის წინ, რუსთაველის გამზირზე უფასო ჩაის და ყავას არიგებდნენ დემონსტრანტებისთვის, რითაც პოლიტიკური რეჟიმისა და რეჟიმის სამსახურში მყოფი ძალოვანი უწყებების ყურადღება მიიქციეს.

2024 წლის 17 დეკემბერს არტემი და ანასტასია დააკავეს, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, ხოლო მოგვიანებით, მტკიცებულებათა გაყალბების (ე.წ. ჩადების) შემდეგ, ცრუ ბრალი წარუდგინეს ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის. დაკავების დროს, მოძალადე პოლიციელებმა არაერთხელ მიუთითეს, რომ დაკავებულები სწორედ აქციებში მონაწილეობის გამო ისჯებოდნენ. ანასტასიასა და არტემისთვის წაყენებული ბრალი, სასჯელის სახით, მკაცრ სასჯელს, მათ შორის, უვადო თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს.

დაკავების დროს, როცა პოლიციაში დასაქმებულმა ფალსიფიკატორებმა კანონით დადგენილი წესები დაარღვიეს და მტკიცებულებები გააყალბეს, ადგილზე იმყოფებოდა რამდენიმე მოქალაქე, რომლებმაც, შესაძლოა, მობილურის საშუალებით გადაიღეს მიმდინარე პროცესი და არსებული კანონდარღვევები. მათ ტერიტორია დატოვეს პოლიციის მუქარის შემდეგ, თუმცა, შესაძლოა, მოახერხეს ვიდეოჩანაწერების შენარჩუნება.

პოლიტპატიმრები დააკავეს 2024 წლის 17 დეკემბერს, ვახტანგ ჩიქოვანის N1-სა და ბუდაპეშტის N48-ს მიმდებარედ, მაღაზიათა ქსელთან “ორი ნაბიჯი”.

იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანების სიმართლე დადასტურდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოპოვებული იქნეს მტკიცებულება, რომელიც ობიექტურად ასახავს დაკავების დროს განვითარებულ მოვლენებს. ეს შეიძლება იყოს ვიდეო/აუდიო ჩანაწერი, მოწმის ჩვენება ან/და პოლიციელთა მიერ კანონდარღვევის ამსახველი სხვა მტკიცებულება.

რეალური სურათის აღდგენა დაგვეხმარება, რომ დავადასტუროთ უდანაშაულო ადამიანების სიმართლე, რომელთაც მოძალადე სისტემა სასტიკად სჯის.

სწორედ ამ მიზნით, ვუხმობთ იმ ადამიან(ებ)ს, ვისაც ინფორმაცია აქვს მომხდარის შესახებ და ვთხოვთ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის/მტკიცებულებების მოწოდებას.

ამასთან, არტემისა და ანასტასიას მეგობრების, მათი ქართველი გულშემატივრებისა და უბრალოდ საკუთარი სამშობლოს პატრიოტთა მხარდაჭერით, ვაწესებთ ჯილდოს საქმის წარმოებაში (სასამართლოში) გამოსაყენებელი ღირებული ინფორმაციის ან/და მტკიცებულების მოწოდებისთვის.

ნებისმიერი პირი, რომელიც ამგვარ ინფორმაციას/მტკიცებულებას მოგვაწვდის, მათი სასამართლოში გამოყენების შემთხვევაში, მიიღებს ფულად ჯილდოს 10 000 ლარამდე. ასევე, სრულად იქნება უზრუნველყოფილი ანონიმურობა.

ამასთან, კარგად გვესმის, რომ ასეთ შემთხვევებში ადამიანის მთავარი მოტივაცია მისი ღირსება და სინდისია, თუმცა, გვსურს, მცირედით მაინც გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება კეთილსინდისიერი ადამიანების მიმართ.

დასაკავშირებლად და ვიდეოს ანონიმურად გამოსაგზავნად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ელფოსტა: HelpForGribul2025@gmail.com

ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 50 13 86 მანანა” – ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

14:22 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved