ფოტო – time
გამოცემა Time-ის ინფორმაციით, აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსის 1 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
მედიის ცნობით, აშშ-ში შემთხვევების რეკორდული ზრდა ომიკრონის შტამმა გამოიწვია, შემთხვევების რიცხვი ოთხ დღეში გაორმაგდა და 590 000-დან 1 მილიონს მიაღწია.
ასევე, აშშ-ში სახლში ჩატარებული ტესტირებების პასუხები სტატისტიკაში არ აისახება, რაც ნიშნავს, რომ კორონავირუსის რიცხვი შესაძლოა ბევრად უფრო მაღალია.
გუშინ, ენტონი ფაუჩმა ისაუბრა აშშ-ი შექმნილ მდგომარეობაზე და თქვა, რომ არსებობს საფრთხე საავადმყოფოების გადატვირთვის.
კომენტარები