• რეკლამა
  • კონტაქტი
11:49, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„1 გერმანელი ჯარისკაცის მოკვლა, საბჭოთა კავშირს 21 ჯარისკაცის სიცოცხლე  უჯდებოდა… პუტინიც იმავეს იმეორებს, რაც სტალინმა გააკეთა გერმანიასთან ომში“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
21:08 02-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,728

ლევან ჯავახიშვილი  

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, სამხედრო ექსპერტთა უმეტესობა აცხადებდა, რომ ზამთარში მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროსაც დაიკავებდა უკრაინის არმია და ქალაქ ხერსონზე სრულ კონტროლს დაამყარებდა. რა მოხდა და რატომ ვერ შესძლეს ხერსონის დაკავება?

– რა არის, იცი? თუ ვინმეს უნდა უკრაინის გამარჯვება, მე მათ რიგებში ვარ, მაგრამ ასე თუ ისე, საკუთარი თავი არა საზოგადოებრივ სპიკერად, პროფესიონალად მიმაჩნია, ყველაფერს თავი დავანებოთ, ამ სფეროს, პოლიტიკას 60 წელი ვსწავლობდი და იმდენი წიგნი მაქვს წაკითხული, ჩვენს გუშინ გამომცხვარ ექსპერტებს იმდენი ღერი თმა არ აქვთ თავზე. უკრაინის წარმატებები ზაფხულში და ადრეულ  შემოდგომაზე  განაპირობა მთელმა რიგმა კონკრეტულმა ფაქტორებმა. პირველი და მთავარი ის იყო, რომ პუტინმა  თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე სულელური და  წამგებიანი ნაბიჯი გადადგა, როდესაც უკრინაში შეიჭრა, რისთვისაც ის აბსოლუტურად არ იყო მზად. წარმოიდგინე,  სახლიდან გამოხვიდე, სასეირნოდ გახვიდე შორტებში, მაისურში და ამ დროს ქუჩაში დაგხვდა დიდი თოვლი და ყინვა. ეგრე მოუვიდა პუტინს. ამით ისარგებლა უკრაინამ. ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი იყო მოტივაცია. უკრაინელები იბრძოდნენ და დღესაც იბრძვიან საკუთარი მიწის, სამშობლოს, ოჯახების დასაცავად. რუს ჯარისკაცებს კი არ ჰქონდათ მოტივაცია და არც მიზანი, ისე შეუშვეს უკრაინაში საბრძოლველად. ჯერ გამოცხადდა დენაციფიკაცია, მერე დეუკრაინიზაცია, ბოლოს თქვეს რუსებმა, ჩვენ დონბასი და ყირიმი გვინდა, მეტი არაფერიო. ამ პრობლემების ერთობამ და დასავლეთის დიდმა დახმარებამ განაპირობა უკრაინელთა წარმატება. მარტო ქალაქი ხერსონი და ხერსონის ოლქის ნახევარი კი არ აიღეს, ზაფხულში დღეში 30–მდე დასახლებას ათავისუფლებდნენ, იმდენად  წარმატებული კონტრიერიშები განახორციელა უკრაინის არმიამ. მარტო სამხედრო ექსპერტები კი არა, ყველა ელოდა, რომ უკრაინა დნეპრის მარცხენა სანაპიროსაც გაათავისუფლებდა ზამთარში. ამას უკრაინის ხელისუფლების წარმომდგენლებიც ვარუდობდნენ. ზოგი ღიადაც  აცხდებდა. ჯერჯერობით, ასე არ მოხდა. ამით უკრაინამ ხელიდან გაუშვა ინიციატივა და დაუთმო რუსეთს. ამ ეტაპზე რუსეთს დონბასში აქვს წარმატება, დონეცკში.  მისი ჯარი წინ მიიწევს. ბახმუტის ამბავი, ფაქტიურად, გადაწყვეტილია, რუსები ადრე თუ გვიან აიღებენ. უკან ვინც დაიხევს, იმათ „კადიროველები“ და „ვაგნერის“ დაჯგუფებები ხოცავენ. რუსის ჯარისკაცს უკრაინაში გულით რომ სურდეს დეზერტირობა, ვერ გაიქცევა. პუტინის სტრატეგია ძალიან მარტივია. ტყუილად არ არის სტალინის მოყვარული და იმავეს იმეორებს, რაც სტალინმა გააკეთა გერმანიასთან ომში. საბჭოთა კავშირმა ომი მოიგო  ცოცხალი ძალის,  ჯარისკაცთა რაოდენობის  წყალობით. მეორე მსოფლიო ომი რომ დასრულდა, ამერიკისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის კვლევითმა ცენტრებმა გამოთვალეს და 1 გერმანელი ჯარისკაცის მოკვლა, საბჭოთა კავშირს 21 ჯარისკაცის სიცოცხლე  უჯდებოდა. კურსკის ბრძოლა აიღე, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი სატანკო ბრძოლა. კურსკში იბრძოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, რიბენტროპის შვილი, რომელმაც პირველსავე დღეს 18 საბჭოთა ტანკი გაანადგურა. ამავე დროს იქ იბრძოდა ლეგენდრული გერმანელი ტანკისტი ვატსონი, რომელმაც 36 ტანკი გაანადგურა. მერე ეს ვატსონი ამერიკელებმა მოკლეს 1944  წელს ნორმანდიაში, დესანტი რომ გადმოსხეს.  რუსეთს მუდამ ფეხებზე ეკიდათ თანმემამულეთა სიცოცხლე. ამერიკელი გენერალი, ომარ ბრედლი მეორე მსოფლიო ომის ერთ–ერთი თვალსაჩინო პიროვნება იყო, მოკავშირეთა მე–12 არმიის მეთაური, რომელმაც პარიზი გაათავისუფლა გერმანელებისგან. სწორედ  მისი სახელი ჰქვია ამერიკულ ტანკს. ტეხასელი, რომ იტყვიან, თავზეხელღებული, მაგრამ უნიჭიერესი სამხედრო იყო. სხვათაშორის, უკნასკნელი ამერიკელი გენერალი, რომელსაც არმიის გენერლის წოდება  ჰქონდა მინიჭებული. ომის შემდეგ დაიკავა გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა, ხოლო 1949 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავჯდომარე გახდა. დუაიტ ეიზენჰაური იგონებს თავის მემუარებში, კაბინეტში შემომივარდა ბრედლი და მითხრა, ბერლინთან 50 კილომეტრში ვდგავარ, მე უნდა ავიღო ბერლინი და შენ რა უფლებით მისწერე გიორგი ჟუკოვს და სტალინს, რომ თქვენ, რუსებმა აიღეთ ბერლინიო? ისე იყო გაბრაზებული, შემეშინდა, ახლა თავისი მოოქროვილი „კოლტი“ არ ამოიღოს და არ დამახალოსო, წერს ეიზენჰაუერი. ბრედლი ამას უბედავს მოკავშირეთა მთავარსარდალს, ეიზენჰაუერს. ეიზენჰაუერმა ეს  იმიტომ მოუთმინა ბრედლის, რომ ვეს–პოინტის სამხედრო აკდემია ერთად ჰქონდათ დამთავრებული, ახალგაზრდობიდან მეგობრობდნენ. ბრედლი მართალი იყო,  რუსებზე ადრე  მართლა აიღებდა ბერლინს. თუმცა, ეუზენჰაურმა გამოთვალა, ამერიკელებს რა დაუჯდებოდათ ბერლინის აღება და უღირდათ თუ არა. 60 000 ამერიკელი ოფიცერი და ჯარისკაცი უნდა გაეწირათ ბერლინის ასაღებად. არ გააკეთა ეს ეიზენჰაუერმა, ამ ბიჭებს მშობლები, ცოლები, შვილები, საცოლეები ელოდებათ და ჯანდაბას, რუსებმა აიღონ ბერლინი, იმათ გაიღონ მსხვერპლი და  მე ამ ამერიკელ  მებრძოლებს  შინ მშვიდობიანად დავაბრუნებო, – ეს უთხრა ბრედლის და გააკეთა კიდეც. რუსებსაც გაუხარდათ, ამერიკელებმა უარი თქვეს ბერლინის აღებაზეო,  თავად აიღეს და უამრავი მსხვერპლიც გაიღეს საამისოდ. ეს არის რუსული ბრძოლის ტაქტიკა ყველა ომში, ფეხებზე ჰკიდიათ ჯარისკაცები. ოღონდ  მიზანს მიღწიონ, თავისიანების გვამებზე გადადიან. მოკლედ, პუტინიც სტალინის გზას მიჰყვება, მისი მთავარი უპირატესობაა ცოცხალი ძალა, დაუნანებლად ახოცინებს უკრაინელებს რუს ჯარისკაცებს და  ბოლოს ვნახავთ, რა იქნება. რუსეთისთვის  ჯარისკაცები ყოველთვის იყო  საზარბაზნე ხორცი, მეფის რუსეთის დროსაც ასე იყო. ყოველთვის უაზროდ იღებდნენ თავინთი ხალხის მსხვერპლს რუსი მმართველები, შედეგი კი ზოგჯერ იყო, ზოგჯერ არა. იგივე ბულგარეთის თურქებისგან გათავისუფლებას 250 000  რუსი ჯარისკაცი შეეწირა და ორივე მსოფლიო ომში ბულგარეთი რუსეთის მოწინააღმდეგე ბანაკში აღმოჩნდა, გერმანიის მხარეს იბრძოდა.  ყველა ომში ასე იყო რუსეთი და დღესაც, 21–ე საუკუნეში, არნახული  სამხედრო ტექნოლოგიების ეპოქაშიც ასეთად დარჩა. სადღეისოდ რუსეთის რაიმე სერიოზულ უპირატესობაზე ლაპარაკი არ არის. ხერსონი დაკარგა, ზაპოროჟიესა და ხარკოვს სრულად ვერ აკონტროლებს. სტალინს სამხედრო მოკავშირეები ჰყავდა ფაშისტურ გერმანისთან და მის მოკავშირეებთან ომში, ბოლოს და ბოლოს, მეორე ფრონტის გახსნამ გადაწყიტა ომის ბედი, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის დიდმა სამხედრო შესაძლებლობებმა. პუტინს ბელარუსიისა და სირიის გარდა მოკავშირე არ ჰყავს და ფარულად ეხმარება ირანი, თუმცა, ირანის სამხედრო დახმარებაც გამოაშკარავდა. ჩემი აზრით, თუ ამ ომში გადამწყვეტი ფაქტორი თანამედროვე შეირაღება აღმოჩნდა, რუსეთი ომს ვერ მოიგებს.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved