• რეკლამა
  • კონტაქტი
07:00, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

1-ელი სექტემბრიდან თბილისში საბანკო ბარათებზე სამგზავრო აბონემენტის მიბმა იქნება შესაძლებელი

ალია ავტორი - ალია
12:35 08-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
583

ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა აბონემენტების მიბმა გადახდის საბანკო ბარათებზე. დღეის მდგომარეობით, როგორც „საქართველოს ბანკთან“, ასევე „თიბისი ბანკთან“ შეთანხმება მიღწეულია და 1-ელი სექტემბრიდან უკვე ამ პროექტის ჩაშვება და განხორციელება შესაძლებელია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მომხმარებელს ცალკე სამგზავრო ბარათი აღარ დასჭირდება.

„იმ ადამიანებს კი, რომელსაც სამგზავრო ბარათები უკვე შეძენილი აქვთ, მათი მოქმედების ვადა როგორც კი ამოიწურება, მომდევნო შენაძენი შესაძლებელია განხორციელდეს პირდაპირ საბანკო ბარათზე მიბმის გზით“, – აღნიშნა კალაძემ.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა.

„პირველი სექტემბრიდან შესაძლებლობა იქნება პლასტიკურ საბანკო ბარათზე შესაძლებელი იყოს ვადიანი სამგზავრო აბონემენტის დარიცხვა. ეს ცვლილება მნიშვნელოვანია, იმითაც, რომ რადგან თუ ბარათი დაიკარგებოდა, თუ ჩეკი არ გქონდა შენახული, იმ თანხას და ნაყიდ პერიოდს კარგავდი. 1 წლის განმავლობაში ამ ჩეკის შენახვა სირთულეს წარმოადგენს, ამიტომ ამ შემთხვევაში დაკარგული ბარათის აღდგენა შესაძლებელია, როდესაც ბანკის პლასტიკურ ბარათზე გაქვს მიბმული და ამით ეს პრობლემაც აღმოიფხვრება. ჩვენ შევძელით და ორ უმსხვილეს ბანკს მოველაპარაკეთ და ერთდროულად ჩაერთვებიან პირველი სექტემბრიდან, ხოლო, ნებისმიერ ბანკს, რომელსაც ექნება სურვილი, შეეძლება არსებულ სისტემაში ჩართვა“, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?
ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

20:39 10-12-2026
“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026

ბიზნესი

კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved