• რეკლამა
  • კონტაქტი
10:02, ხუთშაბათი, 17 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“1 და 3 წლის ბავშვების სიკვდილისთვის იხდიდა სასჯელს და ახლა “ლელოს წევრია” – წულუკიანი

ალია ავტორი - ალია
14:14 01-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ყოფილი პატიმარი, რომელიც პენიტენციურ სისტემას აკრიტიკებს სასჯელს 2 მცირეწლოვანი ბავშვის (1 და 3 წლის) და ერთი ზრდასრული ადამიანის სიკვდილისთვის იხდიდა, რადგან საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში იჯდა – დღეს ის საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ წევრია.

ირკვევა, რომ აღნიშნული პიროვნება ალექსანდრე სელეპანოვია, რომელმაც მინისტრის თქმით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბევრი წელი მოიხადა, ახლა „ლელოში“ გაწევრიანდა და აბსურდს საუბრობს.

„ახლა, როცა ჩვენ ეთერში ვართ, თურმე სხვა არხზე მიმდინარეობს პარალელური ეთერი, სადაც ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი აღწერს, რა ხდება მე-17-ე დაწესებულებაში დღეს. გეტყვით, რომ ეს ადამიანი იმ დაწესებულებაში არც წელს ყოფილა, არც შარშან და არც იმის წინ – ის ნომერ მე-17-ე დაწესებულებაში იყო 2016 წლამდე (არადა, ნინო მოლჯარიას ანგარიში 2019 წელს ეხება) და ბოლო დროს, როდესაც ჩვენ ციხეები შევიერთეთ, ეს პატიმარი გადავიდა მე-16-ე დაწესებულებაში, სადაც პატიმრები სწავლობენ, ხატავენ, უმაღლესში აბარებენ, ერთი პატიმარი ატელიაში ჩანთებს კერავს… ერთი სიტყვით, ეს არის დაბალი რისკის დაწესებულება. იმასაც გეტყვით, რომ ეს პატიმარი, რომელმაც საკმაოდ ბევრი წელი მოიხადა იმისთვის, რომ წლების წინ, 2 მცირეწლოვანი ბავშვის და ერთი ზრდასრული ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, რადგან საჭესთან მთვრალი იჯდა – ახლა „ლელოში“ გაწევრიანდა და აბსურდს საუბრობს. ჩემი აზრით, „ლელო“ ასე ვერ დადებს ლელოს – მისი ამჟამინდელი წევრი ყოფილი პატიმარი საუბრობს იმაზე, რაც არც იცის და არც უნახავს, რადგან სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში იყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა POST TV-ის ეთერში .

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში
ახალი ამბები

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში

17:14 07-16-2025
თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

15:49 07-16-2025
თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს
ახალი ამბები

თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს

14:04 07-16-2025
გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია

13:39 07-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved