• რეკლამა
  • კონტაქტი
12:47, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

1 ამპერი = 2 ლარი – „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე

ალია ავტორი - ალია
14:14 06-08-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
253

„თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს უპრეცედენტო შეთავაზება მოუმზადა – ამერიკული პრემიუმ ბრენდის „ენერჯაიზერის“ აკუმულატორის შეძენა ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობით არის შესაძლებელი. შეთავაზების იდეა შემდეგია: მომხმარებელი, რომელიც „თეგეტა მოტორსში“ „ენერჯაიზერის“ ახალ აკუმულატორს შეიძენს, ძველს კი ჩააბარებს, დამატებით ფასდაკლებას მიიღებს – ჩაბარებული აკუმულატორის თითოეულ აპმერზე 2 ლარს. სწორედ აქედან მომდინარეობს კამპანიის ლაკონიური და დასამახსოვრებელი მესიჯიც – „1 ამპერი = 2 ლარი“, რაც პროდუქტის საბოლოო ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს. მაგალითად, 60-ამპერიანი აკუმულატორის ჩაბარება 120 ლარის ფასდაკლებას ნიშნავს, ხოლო 100 ამპერიანის – 200 ლარის. შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა:

  • ჩააბაროთ ძველი აკუმულატორი
  • შეიძინოთ „ენერჯაიზერის“ ახალი აკუმულატორი, რომლის ამპერაჟი ძველის ტოლი ან მასზე მეტია

მარიამ ჩხეიძე, „თეგეტა მოტორსის“ აკუმულატორების მიმართულების პროდუქტის უფროსი ოფიცერი: „ეს არის შეთავაზება, რომელსაც დღეს ქართულ ბაზარზე ანალოგი არ აქვს. „1 ამპერი = 2 ლარი“ – ასეთი პირობით ძველი აკუმულატორის ჩაბარების შესაძლებლობას მომხმარებელი ვერსად მიიღებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა „თეგეტა მოტორსში“ არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მიიღოს, არამედ რეალური, ხელშესახები ფინანსური სარგებელიც. „ენერჯაიზერი“ ამერიკული პრემიუმ ბრენდია, რომელიც წლების განმავლობაში საიმედოობითა და გამძლეობით გამოირჩევა. ამიტომაც სწორედ ამ პროდუქტზე ვთავაზობთ ბაზარს უკონკურენტო პირობას. აღნიშნული პირობებიდან გამომდინარე, ეს საუკეთესო დროა მომხმარებლისთვის ახალი აკუმულატორის შესაძენად“.

შეთავაზებით მიღებული სარგებელი „ენერჯაიზერის“ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელის მაგალითზე ასე გამოიყურება: ENERGIZER EP74L3 74 Ah R+ მოდელის საცალო ფასი „თეგეტა მოტორსში“ 399 ლარია, ხოლო ანალოგიური ამპერაჟის ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში მისი ღირებულება 251 ლარამდე მცირდება. შესაბამისად, ერთ შენაძენზე მომხმარებელი 148 ლარს ზოგავს.

მომხმარებლისთვის ფინანსური სარგებლის გარდა, „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზება ეკოლოგიურ სარგებელსაც მოიცავს. ძველი აკუმულატორი საფრთხის შემცველი ნარჩენია, რომელიც სათანადო უტილიზაციის გარეშე გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. „თეგეტა“ წლების განმავლობაში უზრუნველყოფს ძველი აკუმულატორებისა და საბურავების სტანდარტების შესაბამის უტილიზაციას, ხოლო მიმდინარე შეთავაზება მომხმარებლებს დამატებით სტიმულს აძლევს, გარემოზე ნეგატიური გავლენის ნაცვლად ძველი აკუმულატორი პროფესიულ სერვისცენტრში ჩააბარონ.

შეთავაზება „1 ამპერი = 2 ლარი“ შეზღუდული ვადით, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს და მისით სარგებლობა „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 1 ივნისიდან არის შესაძლებელი.

(R)

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved