• რეკლამა
  • კონტაქტი
06:39, სამშაბათი, 23 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“1 155 019 ლარი ჩაირიცხა მისი კომპანიის ანგარიშზე, თუმცა, პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს” – პროკურატურა

ალია ავტორი - ალია
18:15 09-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,517

საქართველოს პროკურატურა ეხმაურება ტვ პირველის ეთერში ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ინტერვიუს და წერს:

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ 2024 წლის 23 იანვარს, აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში კომპანია  „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყო მათი კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ხოლო 2024 წლის 1 მარტს საქმე გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს  გადაეცა. აქედან გამომდინარე, სატელევიზიო ეთერით გიორგი ჩიკვაიძის განცხადება თითქოსდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა  და შემდგომ ხელახლა დაიწყო, არის  სიცრუე.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2022 წლის გაზაფხულზე გიორგი ჩიკვაიძემ  და ირაკლი პაპიაშვილმა  ქ. ბათუმში, ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარედ, შპს „ელთ ბილდინგის“ მშენებარე კომპლექს „მარინა ქლაბში“ თითქოსდა ფართების შეძენის მიზნით, ხოლო სამომავლოდ იახტკლუბის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებისა და ინვესტიციების მოზიდვის მოტივით, მოლაპარაკებები დაიწყეს „ელთ ბილდინგის“ კომერციულ დირექტორთან ვალერი გურგენაძესთან  და კომპანიის დამფუძნებელთან ელგუჯა თურმანიძესთან. მეტი დამაჯერებლობისთვის, ხსენებულმა პირებმა  „ელთ ბილდინგთან“ გააფორმეს საცხოვრებელი აპარტამენტების შეძენის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და განახორციელეს მხოლოდ პირველი შენატანის გადახდა 500 – 500 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა მალევე ნასყიდობის ხელშეკრულება თანხის გადაუხდელობის გამო გაუქმდა. შპს „ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელი პირების ნდობის მოპოვების შემდეგ, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს განუცხადეს, რომ მათ კუთვნილ კომპანიას „რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმს“ კავშირი ჰქონდა იახტების მწარმოებელ ცნობილ იტალიურ კომპანიასთან და შეეძლოთ იახტის ჩამოყვანა შპს „ელთ ბილდინგისთვის“.  მას შემდეგ, რაც იახტა ჩამოვიდოდა ქ.ბათუმში და გაფორმდებოდა  „ელთ ბილდინგის“ სახელზე,  „რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმი“ იახტას იჯარით, 3 წლით აიღებდა და ყოველწლიურად შპს „ელთ ბილდინგს“ იჯარის საფასურს გადაუხდიდა.  

2022 წლის 10 სექტემბერს  შპს „ელთ ბილდინგსა“ და  „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ შორის გაფორმდა იახტის  ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ და იახტის მიწოდების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 31 აგვისტო. ასევე,  მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.

ასევე მოგვიანებით, გიორგი ჩიკვაიძის ინიციატივით, მხარეები  შეთანხმდნენ იახტის სხვა მოდელზე, ამასთან, გადაიწია მიწოდების ვადამაც, კერძოდ განისაზღვრა 2023 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდი და მიწოდების ადგილად შეირჩა ესპანეთი, ალიკანტე. ამის შემდგომ, ასევე გიორგი ჩიკვაიძის ინიციატივით, არაერთხელ შეიცვალა  შეთანხმება მიწოდების ვადებთან დაკავშირებით და ყოველ ჯერზე აღნიშნული ვადის გადაწევა ხდებოდა.

2022 წლის 15 სექტემბრიდან 2023 წლის 27 აპრილამდე პერიოდში, შპს „ელთ ბილდინგმა“ შპს „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმის“ ანგარიშზე ჩარიცხა იახტის ღირებულების საფასური  1 155 019 ლარი, თუმცა გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს.

გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში  „ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის  თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და  მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. აქედან გამომდინარე, გიორგი ჩიკვაიძის კუთვნილი კომპანიის მიერ იახტის შეძენა არ მომხდარა. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი თანხას დაუბრუნებდნენ „ელთ ბილდინგს“ და 2023 წლის 21 დეკემბერს, ირაკლი პაპიაშვილმა  „ელთ ბილდინგის“ ანგარიშზე  მხოლოდ 147 065 ლარი დააბრუნა,  ამის შემდგომ  დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა.   

გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’,  III -“ბ”  მუხლით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის  მართლსაწინააღმდეგო მითვისება) წარედგინათ და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო – თითოეულს 50 000 ლარის ოდენობით და საზღვრის კვეთის აკრძალვა. საქმის არსებითი განხილვა ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო განცხადებები არის სიცრუე და ემსახურება საგამოძიებო სტრუქტურების დისკრედიტაციის მცდელობას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავის არიდების მიზნით. რაც შეეხება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ადვოკატის მხრიდან თანხის გამოძალვის ფაქტზე, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება  დაიწყო ზეგავლენით ვაჭრობის შესაძლო ფაქტზე და გიორგი ჩიკვაიძე შესაბამისი ჩვენების მისაცემად დაბარებული იქნება საგამოძიებო უწყებაში.

“ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილო კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას გვთავაზობდა” – ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ 350 მლნ. ლარის ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ 350 მლნ. ლარის ობლიგაციები განათავსა

18:23 09-22-2025
უპრეცედენტო რეკორდი არქისგან – 5 საათში გაყიდული 644 ბინა გრანდ ავენიუში
ახალი ამბები

უპრეცედენტო რეკორდი არქისგან – 5 საათში გაყიდული 644 ბინა გრანდ ავენიუში

17:40 09-22-2025
თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია – „ხუთშაბათის შეხვედრები“ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია – „ხუთშაბათის შეხვედრები“ გრძელდება

14:59 09-22-2025
ისარგებლე ერთგული ბარათის 50%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ვილოუში
ახალი ამბები

ისარგებლე ერთგული ბარათის 50%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ვილოუში

14:38 09-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved