• რეკლამა
  • კონტაქტი
23:28, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზვიად გამსახურდიას საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს – კონსტანტინე გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

ალია ავტორი - ალია
16:14 01-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
271

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს პასუხობს, რომელმაც სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეს კითხვით მიმართ – თუ რატომ არ ასამართლებენ გარდაცვლილ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას საზღვრის უკანონო კვეთისთვის.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო, ანუ მათთვის, ვინც არ იცის: ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1992 წლის 2 იანვარს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამ დროს სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება ჯერ კიდევ მიდიოდა თბილისში და დასრულებული არ იყო. იგი აღძრეს სიგუა-კიტოვანი-იოსელიანი-შევარდნაძის ხუნტის ნაფიცმა გენერალურმა პროკურორმა, ვახტანგ რაზმაძემ და მისმა მოადგილემ, ანზორ ბალუაშვილმა. საქმე გაგრძელდა, შეივსო ახალ-ახალი დანამატებით და გადაკვალიფიცირდა, როგორც ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების საქმე. ბრალდებების უსაფუძვლობით, აბსურდულობით და ჭრა-კერვის ინტენსივობით ეს საქმე მიჩნეულია იურიდიულ “შედევრად”. საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს. იქ, სადაც გროზნოდან გამოფრენილი თვითმფრინავი დაჯდა 1993 წლის 24 სექტემბერს, ანუ სენაკის აეროპორტში, მას დახვდნენ კანონიერი ხელისუფლების ძალოვანი ორგანოების წარმომადგენლები. დიახ, კანონიერი ხელისუფლება 1993 წელს დარჩენილი იყო ორ ადგილას – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და სამეგრელოს 6 რაიონში. საქმის მსვლელობა გაგრძელდა წლების მანძილზე ზვიად გამსახურდიას სიკვდილის შემდეგაც. ათობით ფიგურანტი იქნა დაპატიმრებული და გასამართლებული გამარჯვებული მხარის იუსტიციის მიერ. არაერთ შემთხვევაში სასურველი ჩვენების მისაღებად ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას და წამებას. ეს ამაზრზენი პროცესები სადღაც 2001 წლამდე გრძელდებოდა. რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს: 2011 წლის 24 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სესიამ მოიწონა ძირითადი დოკუმენტი, რომელშიც გამოკვლეული იყო მისი გარდაცვალების ძირითადი გარემოებები. დროებითი (ad hoc) საპარლამენტო კომისიის მიერ შედგენილ 370 გვერდიან დოკუმენტზე ჩემი ხელმძღვანელობით დართული იყო კრიმინალისტიკური დასკვნა, ასევე 48 ადამიანის სია, რომლებიც არასოდეს დაუკითხავთ და საერთოდ არც შეუწუხებიათ იქიდან მოყოლებული. ამ ადამიანებს შესაძლოა ჰქონოდათ ფასეული ინფორმაციები პრეზიდენტის დევნისა და მკვლელობის შესახებ, ან თავად ყოფილიყვნენ ჩართულნი ამ პროცესებში. დასკვნა სესიის მომდევნო დღეს პირდაპირ გადაიგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვა, რატომ შემოდო ზურაბ ადეიშვილი-მურთაზ ზოდელავას პროკურატურამ საქმე თაროზე?“ – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved