• რეკლამა
  • კონტაქტი
17:00, ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზუსტად მსგავსი “პოხუიზმებისთვის” სჭირთ ის, რაც ახლა უკრაინაში სჭირთ” – ლევან ყურაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:27 10-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,023

ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:

როცა ზაპოროჟიეში შეტევა დაიწყო, უკრაინელთა მთავარი თავისტკივილი, ნაღმებთან ერთად იყო რუსული KA-52-ები.
ათეულობით ვიდეო დაიდო, როგორ ანადგურებდნენ რუსები, ვერტმფრენებიდან გაშვებული მართვადი რაკეტებით, უკრაინულ ჯავშანტექნიკას.
ბრიტანული Storm shadow-ების გამოჩენის შემდეგ, ბევრი კითხულობდა, თუ რატომ არ იყენებდნენ უკრაინელები ამ ფრთოსან რაკეტებს, იგივე ბერდიანსკის აეროდრომზე, ღიად განლაგებული რუსული ავიაციის წინააღმდეგ.
პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ არაეფექტურია.
როგორც კი სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას იღებდა რუსული მეთაურობა, ვერტმფრენები მაშინვე ტოვებდნენ აეროდრომებს.
ბალისტიკურისგან განსხვავებით, ფრთოსანი რაკეტა არის რამდენჯერმე ნელი. უკრაინული SU24-დან გაშვების მომენტიდან მიზანზე მოხვედრამდე, შეიძლება გასულიყო ნახევარი ან ერთი საათი. რაც საკმარისია ინფორმაციის მისაღებად და ვერტმფრენების ჰაერში ასაწევად.
პლუს ამას, შტორმ შედოუს არ აქვს კასეტური თავაკი, აფეთქებისა და დაზიანების არეალი მცირეა და უკრაინას იმდენი რაკეტა ნამდვილად არ აქვს, ყველა ვერტმფრენს ცალ-ცალკე სდიოს შტორმ შედოუებით, თუნდაც იცოდეს, რომ რუსები თავდასხმაზე ინფორმაციას ვერ მიიღებენ.
გარდა ამისა, მისი გაშვება ხდება ჰაერიდან, SU24-ების მეშვეობით. იმ პირობებში, როცა რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი აეროდრომის დაბომბვა შეუძლია, მსგავსი ოპერაციის დაგეგმვა ცალკე ლოჯისტიკური ხათაბალაა.
ასევე, არსებობს საფრთხე რუსული SU35-ებისაგან და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისაგან, რომლებიც უკრაინულ თვითმფრინავებზე გამუდმებით ნადირობენ. შესაბამისად, Storm Shadow-ს მატარებელი აპარატის ფრონტის ხაზთან ახლოს მიფრენა სერიოზული საფრთხეა.
მოკლედ, შტორმ შედოუ კარგია, ოღონდ სტაციონარული ობიექტების წინააღმდეგ (მაგალითად, რემონტზე მყოფი გემების, შტაბებისა და სამეთაურო პუნქტების წინააღმდეგ. რისთვისაც იყენებენ კიდეც). ასევე, მისი სროლა, ლოჯისტიკურად რთული ოპერაციაა.
ამერიკული ATACMS-ების გამოჩენამ კი, ამ ომში რუსებისთვის ახალი რეალობა გააჩინა.
ATACMS-ის სროლას არ სჭირდება რთული ოპერაციის დაგეგმვა. იმ მარტივი მიზეზით, რომ მისი გასროლა ხდება ხმელეთიდან, HIMARS-ისა და M270-ების საშუალებით.
ATACMS-ის სროლა უკრაინულ არმიას შეუძლია ნებისმიერი ავტობანიდან ან ე.წ. ლესოპასადკიდან, კოორდინატების მიღებიდან 5 წუთში.
გარდა სიადვილისა, ოპერატიულ ინფორმაციაზე რეაგირებაც შეუდარებლად სწრაფად ხდება.
ასევე, განსხვავებით შტორმებისაგან, რომლის მატარებელი SU24-ებიც თითზე ჩამოსათვლელია, ATACMS-ების გამშვებები საკმარისია მასიური შეტევის მოსაწყობადაც კი (თუ საკმარისი რაკეტა ექნათ, რა თქმა უნდა).
მოკლედ, ერთი დიდი პლუსი: ATACMS-ის ლოჯისტიკა და გამოყენება, უკრაინისთვის შეუდარებლად მარტივი ამოცნაა.
შემდეგი პლუსი: ატაკმსი არის ბალისტიკური რაკეტა. შესაბამისად, რამდენჯერმე სწრაფი შტორმებზე. რეაგირებისთვის რუსებს აქვთ პირობითად, არა ერთი საათი, არამედ რამდენიმე წუთი (ბერდიანსკის აეროდრომიდან გავრცელებულ ვიდეოში რუსი ჯარისკაცები გარკვევით ამბობენ, რომ საჰაერო თავდასხმის შესახებ არანაირი ინფორმაცია მიუღიათ. იმიტომ, რომ სროლიდან მიზანზე მოხვედრამდე იმდენად მცირე დრო გავიდა, რუსულმა ჰსთ-მ და ადრეული აღმოჩენის რადარებმა რეაგირება და შეტყობინების მიწოდება უბრალოდ ვერ მოასწრეს).
შემდეგი პლუსი: ATACMS-ს აქვს კასეტური საბრძოლო ქობინი, რომელშიც 950 სუბელემენტია. მისი გაბნევა ხდება გაცილებით დიდ ფართობზე და მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და ტექნიკას შეუდარებლად დიდ ზიანს აყენებს, ვიდრე შტორმ შედოუ (სამაგიეროდ, შენობებზე და საყრდენ პუნქტებზე, კასეტურ თავაკიან ატაკმსს, შტორმი სჯობს).
რა უნდა ქნან რუსებმა, რომ ბერდიანსკისა და ლუგანსკის კატასტროფა არ განმეორდეს?
ერთი ვარიანტი არის საარმიო ავიაციის სიღრმეში, 170+, პერსპექტივაში კი, 300+ კილომეტრს იქეთ გადაწევა.
მაგრამ, აქ არის ერთი ნიუანსი: საარმიო ავიაციის დანიშნულება არის ფრონტზე არსებულ გამოწვევებზე ოპერატიული რეაგირება.
ეს არაა სტრატეგიული ავიაცია, უკრაინისკენ “კალიბრის” +/- 300 კილომეტრიდან გაშვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა რომ არ ჰქონდეს.
მარტივად რომ ავხსნათ: როცა უკრაინული ჯავშანტექნიკა რუსების საყრდენ პუნქტს შეუტევს, რუსული KA52-ები ოპერატიულად უნდა მიფრინდნენ და შემტევები დაამუშაონ/შეტევა შეაჩერონ.
ასეთ დროს, მთავარი გამოწვევა არის დრო. პოზიციაზე 15 წუთში მიფრინდები, თუ ნახევარ საათში, დიდი მნიშვნელობა აქვს. დამატებით 15 წუთი ძალიან დიდი დროა, რა პერიოდშიც, ბრძოლის სურათი შეიძლება მთლიანად შეიცვალოს და ავიაციის გამოჩენამ დამცველებს ვეღარაფერი უშველოს.
რუსების შემთხვევაში, თუ ისინი ავიაციის ზურგში გადაწევას გადაწვეტენ, რეაგირების დრო იზრდება მინიმუმ ორჯერ.
გარდა დროის ზრდისა, ესაა დამატებითი საწვავის ხარჯი, რაც პირდაპირ აისახება ფრონტის ხაზზე სამუშაო დროსთან. თუ დამატებით საწვავის ავზებს დაკიდებენ, მაშინ მოუწევთ პილონებზე დაკიდებული შეიარაღების შემცირება.
მოკლედ, ერთი დიდი თავისტკივილია.
მეორე ვარიანტია, საველე აეროდრომების მოწყობა და იქედან ფრენა. რაც ასევე დამატებით თავისტკივილია ლოჯისტიკისთვის.
ამ აეროდრომებს უნდა მოწყობა, შეიარაღებასა და საწვავს უნდა მიტანა, საჭიროა ტექნიკური და მომსახურე პერსონალის მსგავს აეროდრომებზე განთავსება და ა.შ.
გარდა ამისა, მოუწევთ ვერტმფრენების პარკის დაშლა და ერთი დიდი საველე აეროდრომის მაგივრად, რამდენიმე მცირეზე გადანაწილება. რათა, უკრაინულ დაზვერვას მათი აღმოჩენისა და შესაბამისად, ოპერატიულად განადგურების ნაკლები შანსი ჰქონდეს.
მოკლედ, ATACMS-ებით ათზე მეტი რუსული ვერტმფრენის დაზიანება/განადგურება გადასარევია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის პრობლემებია, რაც ამ რაკეტების უკრაინის ხელში გამოჩენამ რუსულ ლოჯისტიკას შეუქმნა.
გართულებული ლოჯისტიკა აუცილებლად აისახება რუსული საარმიო ავიაციის ოპერატიულობასა და ეფექტურობაზე. რაც არამარტო ბევრ უკრაინელს გადაარჩენს, შეტევითი ოპერაციების ეფექტურობასაც გაზრდის.
პ.ს. ცალკე აღსანიშნავია რუსული პოხუიზმი. სექტემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა თქვეს, ATACMS-ების გადაცემას არ გამოვრიცხავთო, შოიგუს ულაყისთვისაც კი ცხადი იყო, რომ ამ რაკეტების გამოჩენა უბრალოდ დროის ამბავი იყო.
მიუხედავად ამისა, რუსებს თითი არ გაუნძრევიათ იმისთვის, რომ ბერდიანსკისა და ლუგანსკის კატასტროფა არ მომხდარიყო.
ისევ ისე, ღიად და არხეინად ჰყავდათ ჩალაგებული ვერტმფრენები აეროდრომებზე.
ლამის ორი წელია ომი მიდის და ტიპებს არც უფიქრიათ, რომ ბეტონის კაპონირები მოეწყოთ მსგავს აეროდრომებზე, რაც გაცილებით უსაფრთხოს გახდიდა ავიაციის აეროდრომებზე გაჩერებას.
ერთადერთი, რაც ამ ორ წელში მოაფიქრდათ, საფრენ აპარატებზე საბურავების დალაგებაა.
მათ შორის, ზუსტად მსგავსი პოხუიზმებისთვის სჭირთ ის, რაც ახლა უკრაინაში სჭირთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved