• რეკლამა
  • კონტაქტი
21:21, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რაც არ გვინდოდა, რომ მომხდარიყო” – ანდრო ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
14:06 04-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
360

მოსამართლე თეა ლეონიძე სათათბიროდაა გასული. სინდისის 11 პატიმარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

საბოლოო მიმართვაში მსჯავრდებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა და თქვა, რომ სწორედ ეს გახდა ხალხის ქუჩაში გამოსვლის წინაპირობა.

,,აქამდე რომ არ მივსულიყავით, ეხლა სადაც ვართ მისულები, მაგიტომ ვიდექით იქ და მაგიტომ გამოვხატავდით სრულიად მშვიდობიანად ჩვენს აზრს…

ერთი შეხედვით, ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რა შუაშია 28 ნოემბრის განცხადება ამ ყველაფერთან, რაზეც ვლაპარაკობ, თუმცა პირდაპირ შემიძლია ვთქვა ის, რომ ცივილიზაციიდან მოწყვეტა და საგარეო კურსის ცვლილება პირდაპირპროპორციულად მოქმედებს იმ ფასეულობების დეგრადაციაზე, რა ფასეულობებიც გვინდა, რომ ჩვენს ინსტიტუციებში დამკვიდრდეს და იმედი მაქვს, ყველას გვინდა, რომ ამ შრეებში არსებობდეს, სადაც ადამიანის უფლებები, ადამიანის ძირითადი უფლებები იქნება დაცული. მე მგონი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
კონსტიტუციაზე და იმ მუხლებზე აღარ ვილაპარაკებ, ალბათ ყველამ იცის, რომ მოლაპარაკებების თუნდაც დროებით შეჩერება ვერანაირად ვერ იქნებოდა, „ყველანაირი ძალ-ღონის ხმარება“ იმისთვის, რომ ევროინტეგრაცია მოხდეს. ამაზეც მგონია, ორი აზრი არ არსებობს.
მოკლედ, ძაან მარტივად რომ ვთქვა, აქამდე რომ არ მივსულიყავით, ეხლა სადაც ვართ მისულები, მაგიტომ ვიდექით იქ და მაგიტომ გამოვხატავდით სრულიად მშვიდობიანად ჩვენს აზრს.
ისიც მინდა ვთქვა, რომ ყველა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების მხრივ კატასტროფული მდგომარეობა იყო, ამით გვანებივრებდნენ მთავრობები სხვადასხვა დროს. თუმცა, რომ გვინდოდა, რომ აღარ განმეორებულიყო ის, რაც მანამდე ხდებოდა, ზუსტად აი ამიტომ ვიდექით.
ამის შემდეგ მოხდა ის, რომ ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რაც არ გვინდოდა, რომ მომხდარიყო. რომ აი ასეთი სამართლებრივი სისტემა ყოფილიყო ქვეყანაში. და ჩვენი საქმეც ამ ყველაფრის ნაწილი გახდა.
ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიმუში, რომელიც არ არის აუცილებელი, რომ ადამიანმა საქმის მასალები იცოდეს, ერთი შეხედვითაც ჩანდა ეს ყველაფერი და ზუსტად აი ამიტომ დაიხურა ეს სასამართლო პროცესებიც, ზუსტად იმიტომ, რომ ერთი შეხედვითაც შეეძლო ადამიანს ტელევიზორიდან დაკვირვებით ძალიან მარტივად მიმხვდარიყო, რომ ეს რაღაც აბსურდია,  ბევრის მაგალითის მოტანა შეიძლება სადაც ყველაფერი კარგად ჩანს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

თეგები: ანდრო ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!

12:19 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved