• რეკლამა
  • კონტაქტი
03:17, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზურას 4 მოთხოვნა ჰქონდა, ერთი იყო, მოწევას თავი დაანებეთო! – ვახტანგ მეგრელიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:11 12-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მას, იაგო ხვიჩიასა და სანდრო რაქვიაშვილს ორი დღის წინ ოთხი პირობა გაუგზავნა, რომელზე დათანხმებაც მოსთხოვა.

როგორც მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ოთხი პირობიდან ერთ-ერთს „მოწევისთვის“ თავის დანებება წარმოადგენდა.

„ზურამ ორი დღის წინ გამოგვიგზავნა ოთხი პირობა, რომელზე დათანხმებაც მოგვთხოვა. ოთხივეზე ცხადია ვუთხარი, რომ ჩემთვის მიუღებელია. ამას მოჰყვა შემდეგ ის ქმედებები ზურას მხრიდან. მაგალითად, მოგვთხოვა, რომ დავქვემდებარებოდით ცენზურას, ვიღაცას შევუთანხმო რა თემებზე ვისაუბრო და რა თემაზე არ ვისაუბრო, სენსიტიურ თემებზე შეწყვიტეთ საუბარიო. შესაძლოა ამის ერთ-ერთი საბაბი იაგოს განცხადება იყო, თუმცა ძირითადი მიზეზი არ ყოფილა.

კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ პარტიის მმართველობას ჩამოვცილებოდით, ახსნა-განმარტებები არ ყოფილა უბრალოდ მოთხოვნები იყო. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ მოწევას თავი დაანებეთო, თუმცა სანდრო რაქვიაშვილი არც სიგარეტს ეწევა და არც ,,პლანს”, არ ვიცი ამის მიზეზი რა იყო, ზურა ჯაფარიძეს რომ ნახავთ, ჰკითხეთ. მეოთხე მოთხოვნა იყო, რომ ადამიანებთან ნორმალურად გვესაუბრა.

რეალურად ეს იყო მოთხოვნები, რომელსაც არ შეიძლებოდა სერიოზული საფუძველი ჰქონოდა და სერიოზულად ვერ აღიქვამდი, შესაბამისად ველოდებით ზურა ჯაფარიძისგან, რომ მეტი განმარტება გააკეთოს. ჩვენ სამნი, ვისაც ის მიმართავს არჩეული პარლამენტის წევრები ვართ, შეიძლება ის თვლის, რომ მისი დამსახურებით ვართ არჩეული, მაგრამ ამას შემდეგი არჩევნები აჩვენებს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა. მოგვიანებით კი, მედიას განუცხადა: “მე მქონდა პირობები, რა პირობებშიც ვთავაზობდი, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა საქმის კეთება, რაზეც მითხრეს, რომ ეს პირობები იყო მიუღებელი და ამის შემდეგ დავამთავრე ამ ადამიანებთან ურთიერთობა“

თეგები: გირჩივახტანგ მეგრელიშვილიზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved