• რეკლამა
  • კონტაქტი
10:35, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძე: ადგილობრივ არჩევნებში ისე მონაწილეობაზე, რომ არ დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, თანხმობა არ არსებობს

ალია ავტორი - ალია
12:31 04-01-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
174

სალომე ზურაბიშვილის საჯაროდ გაცხადებული პოზიცია იყო და არის, რომ მხარს დაუჭერს მხოლოდ იმას, რაზეც ოპოზიციური სპექტრი შეთანხმდება. გუშინ რაც მოისმინეთ, ეგ არის ის, რაზეც არსებობს თანხმობა. სხვა საკითხებზე თანხმობა არ არსებობს. მათ შორის ისეთ პრინციპულ საკითხზეც, როგორიცაა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის ისე მიღება, რომ არ დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჯაფარიძის თქმით, უკმაყოფილებას იწვევს, რომ გუშინ რაც ითქვა, ეს არ არის საკმარისი.

„თუ არსებობს რაიმე სხვა პირობები, რომლებიც შეიძლება, შესრულდეს, გარდა ამ ორისა, რაც შეიძლება, გახდეს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საფუძველი, მაშინ ეს პირობები საჯაროდ უნდა ითქვას (მე ჯერ ასეთი ერთიც ვერ მოვისმინე). სხვა შემთხვევაში, 2020-ის არჩევნების შემდგომი გამოცდილების გათვალისწინებით, ადამიანებში ბუნებრივად ჩნდება განცდა, რომ ვიღაცები ელოდებიან პროტესტის მილევას, რომ მერე თქვან – „ქუჩიდან მაინც არაფერი გამოვიდა და მოდი, საკრებულოების ტრიბუნას მაინც გამოვიყენებ”, ანუ არ არიან ბრძოლაში – All in.

მეტიც, არ არსებობს თანხმობა ერთიან ხედვაზე – როგორ ვაიძულებთ ამ ნაბოზ&₾ებს, დანიშნონ ახალი საპარლამენტო არჩევნები (გარდა რუსთაველის პროტესტისა). უკმაყოფილებას იწვევს, რომ გუშინ რაც ითქვა, ეს არ არის საკმარისი. აქედან გამოსავალი არის ორი: ან პარტიები თანხმდებიან მეტზე (ამას სჭირდება მეტი ერთობა), მათ შორის, პირველ რიგში, გამარჯვების ხედვაზე და სალომე ზურაბიშვილი ამას აჟღერებს, ან სალომე ზურაბიშვილი ცალმხრივად იღებს მეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ეს არის სიმართლე. ყოველ ჯერზე ერთმანეთის ჭამას თუ შევეშვებით, იქნებ გამოსავალზე მეტი ვიფიქროთ. მე პირველი სცენარის მომხრე ვარ დიდი ხანია, წლებია. თუ რამე შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის. სხვანაირად მგონია, რომ ვერ გადავრჩებით”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved