მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი 24 თებერვალს, ანჩისხატის ტაძარში, 15:00 საათიდან დაიწყება. დოიჯაშვილს 25 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ქართველი მომღერალი და მუსიკოსი ზურაბ დოიჯაშვილი 14 თებერვალს გარდაიცვალა. მომღერალი მძიმე დაავადებას ებრძოდა. იგი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გასული წლის გაზაფხულზე მოათავსეს.
2020 წლის წლის დეკემბერში ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
კომენტარები