• რეკლამა
  • კონტაქტი
23:25, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე: „ვიზრუნებ, რომ ის ინიციატივები, რომლებსაც განვახორციელებთ, თითოეული ოჯახისთვის სიკეთის მომტანი იყოს“

ალია ავტორი - ალია
16:22 09-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გოგებაშვილის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებთან წინასაარჩევნო პროგრამა და რაიონის ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილა.

თავის მხრივ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მაჟორიტარობის კანდიდატს თავისი საჭიროებები და ინიციატივებიც გაუზიარეს.

ზურაბ აბაშიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის აუცილებლობაზე. მისი თქმით, ის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეებისთვის, ეტაპობრივად მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩას ესტუმრება და თავის სამაჟორიტარო ოფისში ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს. 

ზურაბ აბაშიძე: „მინდა, ადგილობრივ მცხოვრებლებს ვუთხრა, მე ყოველთვის ვიდგები თქვენთან ერთად და ვიზრუნებ იმაზე, რომ ის სასარგებლო ინიციატივები და პროექტები, როლებსაც მომავალში განვახორციელებთ, თითოეული ოჯახისთვის სიკეთის მომტანი იყოს.

დარწმუნებული ვარ, მოსახლეობასთან თანამშრომლობით, ეტაპობრივად რაიონში არსებულ ყველა გამოწვევას დავძლევთ და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მთაწმინდა გახდება კიდევ უფრო სიცოცხლით სავსე უბანი.“

შეხვედრაზე საუბარი ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობასაც შეეხო. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას მასობრივი იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენაც მოუწოდა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გაიზარდოსდღიურად აცრილთა რიცხვი, რათა საზოგადოება დროულად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved