“და აი დადგა ის დღეც, როდესაც ყველა დღეს გადავხაზავ ლოდინის და მონატრების კალენდარში. ყველა მონატრებაც მივუშვი ნებაზე-ზურა თავისუფალია. მადლობა,მადლობა, მადლობა ადამიანებო გვერდით რომ მედექით და მაძლიერებდით-დანარჩენს უკვე ზურა დაწერს-მე და ამოს დაგვეწყო ბედნიერების დღეების ათვლა კალენდარში”- წერს ნიჟარაძის დედა.
ზურა ნიჟარაძე 2023 წლის 11 ნოემბერს დააკავეს.
ნიჟარაძის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ან მისი ანალოგის შეძენა/შენახვას გულისხმობს. ადვოკატის ცნობით, მას პროკურატურა ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობას ედავებოდა, ფსიქოტროპული ნივთიერებების ნაწილში კი მოხმარებას.
კომენტარები