• რეკლამა
  • კონტაქტი
03:53, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზურა ჯაფარიძემ ბარი „ჯაფარასთან“ გახსნა

ალია ავტორი - ალია
20:26 02-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ბარი „ჯაფარასთან“ გახსნა.

როგორც ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, ბარის გახსნა არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი, რომლის მიზანი კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებაა.

„ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი. ვიცით, რომ ქვეყანაში მოქმედებს უამრავი შეზღუდვა, მათ შორის არის კომენდანტის საათი, საღამოს გადაადგილება, ეს ეხება რესტორნების, კაფეების, ბარების ფუნქციონირებას. ეს არის დაუმორჩილებლობის აქტი, რომლის მიზანიც არის, გააპროტესტოს ეს შეზღუდვები. ამით ვითხოვთ, რომ ყველა შეზღუდვა მოიხსნას. ამ შემთხვევაში უბრალოდ ამ დაუმორჩილებლობამ მოიღო ბარის სახე. ბარი ამ წუთშიც უკვე არღვევს რეგულაციას. შიგნით ხალხი ზის და დახურულ სივრცეში ხალხის ჯდომა აკრძალულია. ასევე, დაარღვევს დღესვე მეორე რეგულაციას, კომენდანტის საათს და ცხრა საათის მერეც გააგრძელებს ფუნქციონირებას. აქ იქნებიან ადამიანები, ვინც ამ ბარის მომსახურებას მიიღებენ. საბოლოო ჯამში, მიზანი არის, რომ ადამიანებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მორჩილად იღებენ იმ შეზღუდვებს, რომელსაც მთავრობა უწესებს, რომელთაც ცხოვრება გაუნადგურეს, მაგრამ ყლაპავენ ამ ყველაფერს და ვერ გამოხატავენ პროტესტს, მაგალითი მივცეთ, რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი გასაპროტესტებელია და დედამიწაზე არც ერთ მთავრობას არ აქვს უფლება, თქვენ აგიკრძალონ სიცოცხლის სიცოცხლე. მათ შორის მაგალითი მისცეს ამ გაყოლებაზე არსებულ რესტორნებსა და კაფეებს, რომელთა ერთადერთი შემოსავალიც ეს კაფეები და რესტორნები და ტურისტები იყვნენ და ახლა ულუკმაპუროდ არიან დარჩენილები და ვალებში გადავარდნილები.

ეს თუ ვერ დაკეტეს და ვერ დაკეტავენ, მე უნდა დამიჭირონ, თუ დაკეტავენ, რადგან ყველაფერი ჩემს სახელზეა. თუ ეს ვერ დაკეტეს, მაშინ ყველა დანარჩენი უნდა გახსნან, რადგან ვერავინ ვერ ავუხსნი ამ ხალხს, რატომ უნდა ვმუშაობდე მე და რატომ არ უნდა მუშაობდნენ ისინი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, თუ მის დაპატიმრებას გადაწყვეტენ, ამისთვის დეპუტატის მანდატი უნდა გაუუქმონ.

„მე თუ ვარღვევ კანონს და ბევრ რეგულაციას ვარღვევ, თან გამიუქმონ მანდატი, მიმართონ პარლამენტს, გამიუქმონ მანდატი და დამაპატიმრონ, კი ამაზე მივდივარ. ისე არ მიუქმებენ ჩემი მიმართვის საფუძველზე და ასე მაინც გამიუქმონ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, შრომის ინსპექციას შენობაში არ შეუშვებენ.

„ვერ დაგვაჯარიმებენ. შიგნით არც სალარო აპარატი მუშაობს და არც არაფერი. ქეშით გადახდა არის, მაგრამ ვეტყვი, რომ დონაციასიღებენ, მაგაზე ვერ დააჯარიმებენ. შრომის ინსპექციას შიგნით არ შევუშვებთ საერთოდ. უნდა მოიყვანონ მაშინ პოლიცია, რომ ძალით შევიდნენ შიგნით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved