ზედიზედ მეორედ – ზურა დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონია.
სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა მოჭიდავემ ფინალში სულთანოვი დაამარცხა, რომელიც დანიის სახელით გამოდიოდა.
შეგახსენებთ, რომ ზურა დათუნაშვილმა საქართველო ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან კონფლიქტის შემდეგ დატოვა და მას შემდეგ სერბეთის სახელით ზედიზედ მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.
კომენტარები