• რეკლამა
  • კონტაქტი
00:07, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ზუკას თასი“ „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართა

ალია ავტორი - ალია
18:11 07-03-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
264

პირველ ივლისს მინიწყალბურთში ზურაბ სახელაშვილის სახელობის ტურნირი „ზუკას თასი“ კაჭრეთის ამბასადორის „ოლიმპიურ აუზზე“ ჩატარდა. შეჯიბრებამ წელს პირველად უმასპინძლა გოგონათა გუნდებს. ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა წყალბურთში ერთმანეთს გოგონები შეეჯიბრნენ. ტურნირის სპონსორი „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ იყო, რომელიც ყოველთვის ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ქალთა როლის გაძლიერებასა და, მეორე მხრივ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ტოიოტასთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი მიზეზი, რის გამოც მხარი დავუჭირეთ „ზუკას თასს“, არის ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა, რადგან, როგორც იცით, წელს პირველად ზუკას თასის ტურნირში გოგონათა გუნდები ჩაერთნენ. გვსურს, რომ გავამხნეოთ შეჯიბრებაში მონაწილე გოგონები და ასევე ხაზი გავუსვათ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას“.

„ზუკას თასში“ წელს წარმატებით იასპარეზა გოგონათა ორმა გუნდმა – „დინამომ„ და კლუბმა „ივერიამ“. გოგონებს შორის საუკეთესო მოთამაშედ სალომე ნიკოლაიშვილი დასახელდა. შეჯიბრების წლევანდელი გამარჯვებული გახდა ყოფილი ეროვნული ნაკრები, კლუბი „დინამო“, რომელიც გარდამავალი თასით დაჯილდოვდა. თასები ასევე მიიღეს საუკეთესო ბომბარდირმა, მოთამაშემ და მეკარემ. მეორე ადგილზე გავიდა ზუკა სახელაშვილის სახელობის გუნდი „ლაგუნა ვერე“, ხოლო მესამეზე – „ზვიგენები“.

თათა სახელაშვილი, „ზუკას თასის“ ორგანიზატორი: „ზუკას თასის“ მსგავსი სპორტული ღონისძიებების თანადგომაში კერძო სექტორის ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქვე უნდა ითქვას, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ თავისი სოციალური პასუხისმგებლობით ყოველთვის გამოირჩევა ისეთი პროექტების მხარდაჭერით, რომლებიც ქალთა გაძლიერებას ისახავს მიზნად. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პროექტში ჩართვასაც დიდი ენთუზიაზმით დათანხმდნენ“.

„ზუკას თასი“ 2007 წლიდან იმართება და გარდაცვლილი წყალბურთელის, ზუკა სახელაშვილის ხსოვნას ეძღვნება. წელს ტურნირი შერეული სისტემით, მინიწყალბურთის წესებით გაიმართა და მასში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ დედაქალაქის წყალთა სახეობის სასპორტო სკოლების, ოლიმპიური მზადების ცენტრებისა და მათი ფილიალების აღსაზრდელებს, ასევე ვეტერან სპორტსმენებს.

—

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

თეგები: ზუკას თასითეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved