ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ზედაეწერის მონაკვეთზე მიკროავტობუსის და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა – ხუთივე ახალგაზრდა მამაკაცია.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული დაზიანებული ავტომანქანიდან მაშველების დახმარებით გამოიყვენეს. ყველა დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
კომენტარები