ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„გარდაიცვალა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, კორცხელის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის, დედათა მონასტრის წევრი მონაზონი ზოილე (ჯიქია). მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ ზოილე (ჯიქიას) გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მონასტრის წევრებს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლადგარდაცვალებული მონაზონი ზოილე (ჯიქია),“ – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
კომენტარები