ზუგდიდის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის 5-მა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
მოშიმშილეთა შორის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები, მაია კალანდია და ექიმი მალხაზ ჯალაღონიაცაა.
მათივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
კომენტარები