• რეკლამა
  • კონტაქტი
12:57, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზუგდიდის მერია ტვ იმედის ღამის შოუს 19 ათას ლარს გადაუხდის – დეტალები

ალია ავტორი - ალია
15:02 07-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

ზუგდიდის მერია ტვ იმედის ღამის შოუს გასართობი ღონისძიებისთვის 19 ათას ლარს გადაუხდის. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდის მიხედვით, შესყიდვა გამარტივებული წესით მოხდა. 

შესყიდვის აღწერის მიხედვით: 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, კულტურული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუსიკალურ-იუმორისტული გასართობი ღონისძიების ჩატარება, სადაც მონაწილეობას მიიღებს „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ შემოქმედებითი ჯგუფი, გიორგი გაბუნია, ჯიმი აბესაძე და ღამის შოუს ბენდი გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით. მათი ჟანრი არის მუსიკალურ-იუმორისტული, რამაც უდაოდ განაპირობა პოპულარობა საზოგადოებაში. ღონისძიების ფორმატიდან გამომდინარე, აღნიშნული მუსიკალური პროგრამა შექმნის სადღესასწაულო განწყობას მაყურებლებისთვის.

ასევე, შესყიდვის პირობაში წერია, რომ “მათ გარდა არ არსებობს სხვა პირი, რომელებიც შეძლებენ აღნიშნული მომსახურების გაწევას”. 

გამომდინარე იქიდან, რომ ა(ა)იპ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაცია – საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციიდან (გერა)“ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციიდან წარმოდგენილი ცნობების თანახმად, გიორგი გაბუნია, როგორც შოუმენი, ჯიმი აბესაძე, როგორც შოუმენი და გელა გნოლიძე ღამის შოუს ხელმძღვანელი გაწევრიანებულია ასოციაციაში, როგორც ავტორი და შემსრულებელი. გარდა ამისა, შპს „მედია პროდაქშენი“, რომელიც ტელეკომპანია „იმედზე“ ამზადებს სატელევიზიო პროექტს „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“, წერილობით ადასტურებს „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ ღონისძიებაში მონაწილეთა უფლებამოსილებას (გიორგი გაბუნიას ხელმძღვანელობით) განახორციელონ მუსიკალურ-იუმორისტული ჟანრის კონცერტი ზუგდიდში. შესაბამისად, მათ გარდა არ არსებობს სხვა პირი, რომელებიც შეძლებენ აღნიშნული მომსახურების გაწევას.

გამოცემულია ზუგდიდის მერის შესაბამისი ბრძანებაც.

წყარო – ფორმულა

თეგები: ზუგდიდი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved