ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ამოქმედდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„თბილისის მერია სხვადასხვა რაიონში და ქუჩაზე აგრძელებს ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამის დანერგვას. შემდეგი გახლავთ ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირები. აქ ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგება და განხორციელდება. აღნიშნულ გამზირებზე ათი მუნიციპალური პავილიონი განთავსდება, სადაც მოქალაქეებს კუთვნილი ავტომანქანის რეგისტრაციაში ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პარკირება უფასოა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მათ საკუთარი ავტომანქანა უნდა დაარეგისტრირონ მერიის სისტემაში და არაფერს გადაიხდიან. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ასევე უფასოა შშმ პირებისა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის.
კომენტარები