ჟურნალისტი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში სასწავლო წლის დაწყებას ეხმაურება.
„სწავლა დაიწყო, ბავშვები სკოლაში პირველად წავიდნენ ამ ჭირიანობის დროს. რამხელა ამბავია ეს მათთვის და მშობლებისთვის… არა და ზოგიერთ მედიასაშუალებას სულ ახატია ეგ ამბავი… „ნიუსს” უბედურებით იწყებენ და ამთავრებენ.. მხოლოდ ანგაჟირებული თემები და პოლიტიკა…
აგრესიული დილა, შუადღე და ღამეც….. სკოლიდან მოყოლებული ამას ვუყურებ, რომ სულ რევოლუცია უნდა მოხდეს!.. ღრმა ბავშვობიდან გადატრიალება და ომი… წაიღეს ტვინი ყველა დროში… ეს თაობაც ისე გაიზრდება, როგორც ჩვენ… უბრალოდ ინტერნეტი აქვთ ამათ და მეტი უარყოფითი ინფორმაცია.. ჩვენ დროს არ იყო.. ჩვენ ზუკოს ვსვამდით და გვეგონა კარგი პონტი”, – წერს გიორგი გასვიანი.
კომენტარები