• რეკლამა
  • კონტაქტი
08:16, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზოგი აზერი და სომეხი პოლიტიკოსი ღალატობს საქართველოს – დასჯას იმსახურებენ, შუა საუკუნეები რომ იყოს, ენას ამოგლეჯდნენ”

ალია ავტორი - ალია
16:41 09-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

რეგიონში უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. როგორც საქმეში ჩართულმა პროფესიონალებმა მითხრეს, თუ ყარაბახში ამჟამად არსებული მდგომარეობა კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს, საქმე სრულმასშტაბიან ომთან შეიძლება გვქონდეს.

ასეთ დროს საქართველოს თითოეულ მოქალქეს, განურჩევლად ჩვენი ნაციონალური კუთვნილებისა, გვმართებს კბილებით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ორი სახელმწიფოებრივი პოზიცია:

საქართველო უპირობოდ მხარს უჭერს ყარაბახის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, რეგიონში მშვიდობის უსწრაფესად დასადგურებას, ცეცხლის შეწყვეტას, ეუთოს მინსკის ჯგუფის განცხადებებს.

საქართველო ინარჩუნებს უპირობო და სრულ ნეიტრალიტეტს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში.

საუბედუროდ, საქართველოს არაერთი მოქალაქე უსინდისოდ ღალატობს თავის ქვეყანას და პროვოკაციის ტოლფას ნაბიჯებს დგამს!!! მაგალითად:

დღეს თბილისის ქუჩებში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს დროშებით შეიარაღებული ადამიანების ხმაურიანი მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებდნენ აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს.

ნინოწმინდაში ადგილობრივთა შეკრებაზე ადამიანებმა ხმამაღლა გამოთქვეს “არცახისთვის” ბრძოლაში მოხალისედ მონაწილეობის სურვილი.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ენმ-ს ფრაქციის წევრმა აზერ სულეიმანოვმა “ღია წერილი გაუგზავნა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სადაც აღნიშნა, რომ აუცილებელია საბოლოო ნაბიჯების გადადგმა ტერიტორიების გასათავისუფლებლად. დამატებით დეპუტატი აღნიშნავს, რომ სომხეთმა საქართველოს წინააღმდეგაც ჩაიდინა დანაშაული.” საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ქართული ოცნების ფრაქციის წევრმა რუსლან გაჯიევმა “გამოხატა მხარდაჭერა აზერბაიჯანის მიმართ და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმატებული სამხედრო ოპერაციები, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად იძლება იმის თქმის საფუძველს, რომ მსგავსი კონფლიქტები კავკასიის რეგიონში რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყდეს.”

არც საქართველოს სომეხი პოლიტიკოსები აკლებენ! “ევრონაცების” სომეხ კანდიდატ კარაპეტიანს უსაუბრია “არცახისადმი” სოლიდარობაზე და დახმარება აღუთქვამს თანამემამულეებისადმი.

აღნიშნული ქმედებები მიუღებელი, დასაგმობი და სახიფათოა! დასჯას იმსახურებენ, უმკაცრესად! შუა საუკუნეები რომ იყოს, ენას ამოგლეჯდნენ…

ამ კონფლიქტის მიმდინარეობისას კიდევ ერთხელ ხდება თვალსაჩინო როგორი ავტორიტეტი აქვს ჩვენს ქვეყანას, მის პოლიტიკურ ლიდერებს, საგარეო საქმეთა მინისტრს… არაფერს წარმოვადგენთ, სასიკეთო არაფერი შეგვიძლია.

ჩვენ საქმეს მაინც ნუ გავიფუჭებთ ბოლომდე!

#stopwar“

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved