• რეკლამა
  • კონტაქტი
00:54, პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის არის მნიშვნელოვანი 17 ივლისის ახალმთვარეობა? – რამაზ გიგაური

ალია ავტორი - ალია
17:30 07-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,789

ასტროლოგი რამაზ გიგაური:

„მორიგი ახალმთვარეობა დღეს, 17 ივლისს, თბილისის დროით, 22:32 საათზე დადგება.
ეს ახალმთვარეობა კირჩხიბის ზოდიაქოში იქნება და ბუნებრივია, წინ სწორედ კირჩხიბის ნიშნისთვის დამახასიათებელი ხასიათის თვისებები წამოიწევს – რომანტიკულობა, ინტუიციურობა, მგრძნობიარობა, მზრუნველობა, გულისხმიერება, ყურადღებიანობა, სიფრთხილე, სიღრმისეულობა, დელიკატურობა, მდიდარი წარმოსახვის, ათვისებისა და წარმოსახვის განვითარებული უნარი. ნეგატიური თვისებებიდან მოსალოდნელია გააქტიურდეს გულჩათხრობილობა, ბუტიაობა, ეჭვიანობა, მიჯაჭვულობა, მოკრძალებულობა, გადაჭარბებული მგრძნობიარობა, შიში და ხასიათის ხშირი ცვლა.
ეს თვისებები ბუნებრივია, ჯერ კიდევ 21 ივნისიდან იყო გააქტიურებული (როდესაც მზემ კირჩხიბის ნიშანში გადაინაცვლა), თუმცა ეს ყველაფერი 17 ივლისიდან კიდევ უფრო აქტიურად გამოვლინდება.
ეს ახალმთვარეობა კირჩხიბის 25-ე გრადუსში იქნება. ეს გრადუსი ასტროლოგიაში ოკულტურ გრადუსად ითვლება, რომელიც გარკვეული ფორმების ცვლილებებზე მიანიშნებს. გარდა ამისა, ეს არის ნების, ინდივიდუალიზმის გაძლიერება, როდესაც ეს ძლიერი ნება სხვა ადამიანებზეც ახდენს გავლენას და მათ იმორჩილებს. ეს შეიძლება გამოვლინდეს როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე (დავუშვათ რუსეთ-უკრაინის ომში, ბუნებრივია უკრაინის მხრიდან ახალი, გაბედული მოქმედებების სახით).
ეს გრადუსი „უძრავ ვარსკვლავს“ პროციონს უკავშირდება, რომელიც პატარა ქოფაკის თანავარსკვლავედში შედის. ასტროლოგიურად ეს არის მერკური-მარსის ენერგია – მენტალური, ვერბალური ენერგიის (ან აგრესიის) გამოვლენა. ამიტომ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში კიდევ უფრო მოიმატებს დებატებისა თუ სხვა ტიპის დაპირისპირების ალბათობა.
17-18 ივლისის შუალედში არასასურველია:
* მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება (სასურველია ეს უფრო 19 ივლისიდან მოხდეს).
* კონფლიქტები და საქმეების გარჩევა, მოსალოდნელია ამას მეტად რთული შედეგები მოჰყვეს.
* ახალი საქმეების დაწყება. სასურველია ამ პერიოდში დაიგეგმოს, თუმცა არა მაინცა და მაინც ამ დღეს მოხდეს ახალი საქმის დაწყება.
ახალმთვარეობა და საქართველო
საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა პირველ და მე-7 სახლებს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, 17 ივლისიდან – 16 აგვისტომდე (მომდევნო ახალმთვარეობამდე) მოსალოდნელია შემდეგი მნიშვნელოვანი თემა გააქტიურდეს:
ქვეყნის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებისა და ხალხის მასის ფსიქოლოგიის, რეაქციის ურთიერთკავშირის წინ წამოწევა. გარდა ამისა, მოსალოდნელია ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდეს ტრადიციების კიდევ უფრო მეტად არასწორად წარმოჩენასა და ამ ყველაფრით მანიპულაციებისაც კი.
* * *
ახალმთვარეობა და ზოდიაქოს ნიშნები
ეს ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში კირჩხიბის ზოდიაქოს 24-ე, 25-ე და 26-ე გრადუსებში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორი (მმართველი) იმყოფება. ამ ადამიანების ცხოვრებაში დაიწყება ერთთვიანი პერიოდი, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ გააანალიზონ შექმნილი მდგომარეობა, საკუთარ ხასიათში, ცხოვრებაში და გარეგნობაშიც კი გარკვეული დეტალები შეცვალონ. ეს ახალი ინიციატივების გამოვლენის პერიოდი იქნება.
* ასევე მნიშვნელოვანი იქნება წყლის სტიქიის დანარჩენი ნიშნებისთვის – მორიელებისთვის და თევზებისთვის. ეს პერიოდი მათ მოუტანთ ძველი, კრიზისული სიტუაციების თუ ურთიერთობების დასრულებას და გაუჩნდებათ საშუალება ძველი პრობლემები მოაგვარონ.
* კუროებისთვის და ქალწულებისთვის ეს ახალმთვარეობა ახალ „ხედვას“, ახალ შესაძლებლობებს მოიტანს. თუმცა ამ ადამიანებს მოუწევთ ბევრი ენერგიის და დროის ხარჯვა, რათა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება შეძლონ.
* რაც შეეხება თხის რქის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, მათთვის აუცილებელი იქნება მეტი დადებითი ემოციის გამოვლენა. სასურველია მათ „შინ“ არსებულმა სიტუაციებმა თუ მოვლენებმა იმდენი ენერგია „არ მოითხოვონ“, რომ მიზნების მიღწევა გაუჭირდეთ.
* მცირედით დისჰარმონიული იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის – ტყუპებისთვის, სასწორებისთვის და მერწყულებისთვის. ამ ადამიანებმა სასურველია ენერგია ადრე დაწყებული საქმეების დასტაბილურებისკენ ან დასრულებისკენ მიმართონ. გარკვეულწილად მოიმატებს კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა, ამიტომ მათ ურთიერთობებში მოთმინება და წინდახედულება მართებთ.
* ეს პერიოდი შედარებით რთული იქნება ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის – ვერძებისთვის, ლომებისთვის და მშვილდოსნებისთვის. მათ უახლოეს ერთთვიან პერიოდში მოუწევთ ერთმანეთისგან გამიჯნონ მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო საკითხები (ასევე ურთიერთობებიც). მოუწევთ განსაზღვრონ პრიორიტეტები და სწორედ პირველხარისხოვან საკითხებს მიაქციონ ყურადღება. გარდა ამისა, ამ ადამიანებისთვის ამ პერიოდში გადამეტებულ და არაგონივრულ რისკზე წასვლა არასასურველია.
ყველას სასიკეთო პერიოდს, წინსვლას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!“
თეგები: რამაზ გიგაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved