რუსეთის მოქალაქეებს – ანასტასია ზინოვკინასა და არტებ გრიბულს, რომლებიც 2024 წლის დეკემბერში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციების დროს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესჯათ.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მან განაჩენი სათათბიროდ გასვლის გარეშე, დარბაზშივე გამოაცხადა.
კომენტარები