• რეკლამა
  • კონტაქტი
03:08, შაბათი, 21 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჟურნალისტების საქმიანობა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში გახდა – TI

ალია ავტორი - ალია
13:40 09-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის შესრულება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის- „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ არჩევნების წინ წარმოგიდგენთ მედიაგარემოს შეფასების ანგარიშს აქვეყნებს. 

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ძალადობის ფაქტებს მედიის წინააღმდეგ, სადაც მოხვდა შემდეგი საქმეები: 5-6 ივლისის მოვლენები, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, ვახო სანაიას საქმე, ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ სხვადსხვა პერიოდში. 

დოკუმენტში აღწერილია ის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს ქართული მედია დგას: 

  • საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე სულ მცირე 23 მედიის წარმომადგენელზე 93 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა
  • ხელისუფლება ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებს
  • დაფიქსირდა სავარაუდოდ განსხვავებული აზრის გამო ჟურნალისტის გათავისუფლებისა და მედიის ხელმძღვანელობის მიერ ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები
  • მმართველი პარტიის წევრთა აგრესიულმა და მუქარის შემცველმა რიტორიკამ ყოველდღიური სახე მიიღო
  • ქვეყანაში უკანონო მოსმენები გრძელდება, მათ შორის კრიტიკული მედიის ჟურნალისტების წინააღმდეგ
  • გრძელდება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, მათ შორის, ტელევიზიის მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით
  • სოციალურ ქსელებში აქტიურია დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო სექტორისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად

ანგარიშში მოხვდა ჟურნალისტების მასობრივი უკანონო მოსმენები

ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა, ქვეყანაში არსებული უკანონო მოსმენების მასობრივი ფაქტებია, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ. 2021 წლის 13 სექტემბერს საჯაროდ გავრცელდა ფაილები, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ფარული მოსმენების შინაარსს ასახავს. ფიგურანტებს შორის იყვნენ ჟურნალისტებიც, რომლებმაც საჯაროდ დაადასტურეს, რომ დოკუმენტებში მათი საუბრები არის ასახული. სავარაუდო უკანონო მოსმენები ხორციელდება როგორც მობილური ოპერატორების სერვისის, ასევე სხვადასხვა პოპულარული აპლიკაციის, მათ შორის ფეისბუქ მესენჯერისა და Whatsapp-ის გამოყენებისას. თუმცა, ერთ შემთხვევაში, ჟურნალისტი აცხადებს, რომ ფაილში აღწერილი საუბარი ერთ-ერთი აქტივისტის სახლშია ჩაწერილი. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის, ასევე ჟურნალისტებისა და მედია კომპანიების მიერ მოწოდებული მონაცემების  შედეგად, მინიმუმ, 10 მედიასაშუალების 55 ჟურნალისტი ადასტურებს, რომ სუს-ის ფაილებში არსებული ინფორმაცია ნამდვილია და მსგავსი შინაარსის კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი – ნათქვამია ანგარიშში.

წინასაარჩევნოდ მედიაგარემოს შეფასებაში წერია, რომ აგრესიული რიტორიკა, მუქარა და შეურაცხყოფა ჟურნალისტების მიმართ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რაც აღრმავებს არსებულ პოლარიზაციას და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას.

გარდა ამისა, განხილულია ხელისუფლების მიერ წახალისებული აგრესიის კონკრეტული მაგალითები, ხელისუფლების ბოიკოტი კრიტიკული მედიის მიმართ, ასევე, სასულიერო პირების აგრესია და ძალადობა ჟურნალისტების მიმართ. 

ანგარიშში საუბარია ჟურნალისტების პროტესტზე იმ მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ, სადაც თავადვე მუშაობდნენ. კერძოდ:

  • 2021 წლის აგვისტოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვეს გურამ როგავამ და თეონა ცხომელიძემ. მათ მთავარ მიზეზად არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება დაასახელეს.
  • 11 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს წამყვანი ირაკლი აბსანძე. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მისი გათავისუფლების მიზეზი შესაძლოა ჟურნალისტის  მიერ ბოლო პერიოდში ხელისუფლებისა და ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები და ქმედებები ყოფილიყო.
  • 16 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ტელეკომპანია „იმედს“ ჟურნალისტ ანა ცხოვრებოვას განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაცია დაუდგინა. საქმე ჟურნალისტის წამყვანის ფუნქციებიდან ჩამოშორებას შეეხებოდა, რაც ანას განსხვავებული მოსაზრების გამო მოხდა.
  • 2021 წლის ივლისში პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „მაესტროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვაკო ავალიანმა თანამდებობა დატოვა. მიზეზად არხზე დაწყებული სარედაქციო ცვლილებების მიუღებლობა დაასახელა. ვაკო ავალიანი მალე „რუსთავი 2-ის“ და „პრაიმ ტაიმის“ მიერ 2021 წლის მარტში შექმნილი ჰოლდინგის ერთ-ერთი დირექტორი გახდა.
  • 20 მაისს ტელეკომპანია „იმედის“ „ბიზნესქრონიკისა“ და „ბიზნესი იმედზე“  გადაცემების ავტორმა და წამყვანმა ირაკლი წულაიამ განაცხადა, რომ მას ბიზნესგადაცემები დაუხურეს და 25 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს.

დოკუმენტში ცალკე ქვეთავი ეთმობა დეზინფორმაციულ კამპანიას ჟურნალისტების წინააღმდეგ, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებსა და ჟურნალისტების მასობრივ უკანონო მოსმენებს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved