საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:
,,თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ67-კმ84 (ხახმატი-ლებაისკარი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, კმ52-კმ66 (კორშა-ხახმატი) და კმ85-კმ106 (ლებაისკარი-შატილი) მონაკვეთებზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
ასევე თოვლის და ლიპყინულის გამო,დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე.“
კომენტარები