• რეკლამა
  • კონტაქტი
21:30, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზელენსკის მიმართვა კონგრესს – მთავარი გზავნილები

ალია ავტორი - ალია
18:27 03-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
547

უკრაინის პრეზიდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს კონგრესს მიმართა:

“ვერ ვხედავ აზრს სიცოცხლეში, თუ მას არ შეუძლია სიკვდილის შეჩერება. ეს უმთავრესი საკითხია ჩემთვის, როგორც ხალხის, დიდებული უკრაინელების, ჩემი ერის ლიდერისთვის. მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს: თქვენ ხართ დიდებული ერის ლიდერი. მსურს, იყოთ მსოფლიოს ლიდერი. მსოფლიოს ლიდერობა ნიშნავს, იყო მშვიდობის ლიდერი.

გახსოვდეთ პერლ ჰარბორი, 1941 წლის 7 დეკემბრის საშინელი დილა, როდესაც თქვენი ცა შავი იყო თვითმფრინავების თავდასხმის გამო. უბრალოდ, გახსოვდეთ ეს.

გაიხსენეთ 11 სექტემბერი, საშინელი დღე 2001 წელს, როდესაც ბოროტებამ სცადა, თქვენი ქალაქები, დამოუკიდებელი ტერიტორიები, გადაექცია ბრძოლის ველებად, როცა უდანაშაულო ადამიანებს  საჰაერო გზით თავს დაესხნენ.

ისევე, როგორც ამას არავინ ელოდა და თქვენ ეს ვერ შეაჩერეთ, ჩვენი ქვეყანა იგივეს განიცდის ყოველდღე.

მახსოვს თქვენი ეროვნული რაშმორის მემორიალი, თქვენი გამოჩენილი პრეზიდენტების სახეები, მათი, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორიც ახლაა ის, დემოკრატია, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ზრუნვა ყველაზე, თითოეული ადამიანისთვის, ყველაზე, ვინც მუშაობს, ვინც პატიოსნად ცხოვრობს, ვინც პატივს სცემს კანონს.

დაკეტეთ ცა უკრაინის თავზე, გადაარჩინეთ ადამიანები, ბევრს ვითხოვთ? ჰუმანიტარული არასაფრენი ზონა – ისეთი რამ, რაც რუსეთს შეაწყვეტინებს ჩვენი თავისუფალი ქალაქების დატერორებას.

თუ ეს მეტისმეტია, ალტერნატიული თხოვნაც გვაქვს. იცით, რა ტიპის თავდაცვის სისტემები გვჭირდება. იცით, რამდენია დამოკიდებული საჰაერო ბრძოლის შესაძლებლობებზე. ძლიერი ავიაცია გვჭირდება ჩვენი ხალხის, თავისუფლების, სამშობლოს დასაცავად.

ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი ევროპისთვის ყველაზე ბნელ დროს, გთხოვთ, მეტი გააკეთოთ. სანქციების ახალი პაკეტია საჭირო, მუდმივად, ყოველ კვირას, სანამ რუსული სამხედრო მანქანა გაჩერდება.

გთავაზობთ, რომ აშშ-მ სანქციები დაუწესოს ყველა პოლიტიკოსს რუსეთის ფედერაციაში, ვინც თავის ოფისებში რჩება და არ წყვეტს კავშირებს მათთან, ვინც პასუხისმგებელია უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე. სახელმწიფო დუმის წევრებიდან დაწყებული იმ ოფიციალური პირებით დამთავრებული, ვისაც არ აქვს სურვილი, რომ შეწყვიტოს სახელმწიფოს ტერორი.

ყველა ამერიკულმა კომპანიამ უნდა დატოვოს რუსული ბაზარი მყისიერად რადგან ის სავსეა ჩვენი სისხლით. ქალბატონებო და ბატონებო, კონგრესის წევრებო, გთხოვთ უხელმძღვანელეთ ამას თუ თქვენს დასახლებებში არის კომპანიები, რომლებიც აფინანსებენ რუსულ სამხედრო მანქანას და აქვთ ბიზნესი რუსეთში, თქვენ მათ უნდა დაუწესოთ წნეხი.

მე გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ რუსები არ მიიღებენ არცერთ პენის თქვენგან რასაც გამოიყენებენ უკრაინაში ხალხის გასანადგურებლად, ჩვენი ქვეყნისა და ევროპის გასანადგურებლად. მშვიდობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შემოსავალი და ჩვენ ეს პრინციპი უნდა დავიცვათ მთელს მსოფლიოში.

რუსეთი არა მხოლოდ ჩვენ დაგვესხა თავს, არა მხოლოდ ჩვენს მიწას, არა მხოლოდ ჩვენს ქალაქებს. ის ბრუტალურად დაესხა თავს ჩვენს ღირებულებებს, საბაზისო ადამიანურ ფასეულობებს. მან გამოიყენა ტანკები და თვითმფრინავები თავისუფლების წინააღმდეგ, ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ, ჩვენი უფლების წინააღმდეგ, რომ თავისუფლად ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში და ავირჩიოთ ჩვენი მომავალი. ჩვენი ბედნიერებისკენ სწრაფვის, ჩვენი ნაციონალური ოცნების წინააღმდეგ. იმავე ოცნების, რაც თქვენ, ამერიკელებს გაქვთ.

მე მაქვს ოცნება – ეს სიტყვები თითოეული თქვენგანისთვის ცნობილია. მე მაქვს საჭიროება, დავიცვა მჭირდება თქვენი გადაწყვეტილება, თქვენი დახმარება, რაც ნიშნავს ზუსტად იმავეს, როდესაც თქვენ ამბობთ – I have a Dream (მე მაქვს ოცნება)

ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი ევროპისთვის ყველაზე ბნელ დროს, გთხოვთ, მეტი გააკეთოთ. სანქციების ახალი პაკეტია საჭირო, მუდმივად, ყოველ კვირას, სანამ რუსული სამხედრო მანქანა გაჩერდება.

გთავაზობთ, რომ აშშ-მ სანქციები დაუწესოს ყველა პოლიტიკოსს რუსეთის ფედერაციაში, ვინც თავის ოფისებში რჩება და არ წყვეტს კავშირებს მათთან, ვინც პასუხისმგებელია უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე. სახელმწიფო დუმის წევრებიდან დაწყებული იმ ოფიციალური პირებით დამთავრებული, ვისაც არ აქვს სურვილი, რომ შეწყვიტოს სახელმწიფოს ტერორი.

ყველა ამერიკულმა კომპანიამ უნდა დატოვოს რუსული ბაზარი მყისიერად რადგან ის სავსეა ჩვენი სისხლით. ქალბატონებო და ბატონებო, კონგრესის წევრებო, გთხოვთ უხელმძღვანელეთ ამას თუ თქვენს დასახლებებში არის კომპანიები, რომლებიც აფინანსებენ რუსულ სამხედრო მანქანას და აქვთ ბიზნესი რუსეთში, თქვენ მათ უნდა დაუწესოთ წნეხი.

მე გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ რუსები არ მიიღებენ არცერთ ცენტს თქვენგან რასაც გამოიყენებენ უკრაინაში ხალხის გასანადგურებლად, ჩვენი ქვეყნისა და ევროპის გასანადგურებლად. მშვიდობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შემოსავალი და ჩვენ ეს პრინციპი უნდა დავიცვათ მთელ მსოფლიოში.

ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ხელსაწყოები, რომ მყისიერად ვუპასუხოთ და შევაჩეროთ სრულმასშტაბიანი რუსული შეჭრა უკრაინაში, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო. სამართლიანი იქნებოდა ეს შეჭრა თუ 1 დღეში დასრულდებოდა და 24 საათში ბოროტება მყისიერად დაისჯებოდა.

ჩვენ გთავაზობთ ახალი, მშვიდობისთვის გაერთიანებულთა ასოციაციის შექმნას U24-ს. პასუხისმგებლობის მქონე ქვეყნების კავშირს, რომელსაც ექნება ძალა და გონება, რომ შეაჩეროს ომი მყისიერად და მოგვაწოდოს აუცილებელი დახმარება 24 საათის მანძილზე: თუ საჭირო იქნება იარაღებიც, სანქციებიც, ჰუმანიტარული დახმარება, პოლიტიკური მხარდაჭერა, ფინანსები – ყველაფერი, რაც საჭიროა მშვიდობის შესანარჩუნებლად და მყისიერად რათა გადავარჩინოთ მსოფლიო, გადავარჩინოთ სიცოცხლე.

ასეთ ალიანსს რომ ეარსება დღეს, როგორიც U24, ჩვენ ათასობით სიცოცხლეს გადავარჩენდით ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც, რომელსაც სჭირდება მშვიდობა, ვინც იტანჯება არაადამიანური ნგრევით.

ამის გარდა, ეს კავშირი შეძლებს დაეხმაროს მათ, ვინც ბუნებრივი ან ადამიანის გამოწვეული კატასტროფების წინაშე აღმოჩნდება, ვინც მსხვერპლია ჰუმანიტარული კრიზისისა და ეპიდემიის წინაშე. გახსოვთ რა რთული იყო ვაქცინების მიწოდება კორონავირუსის დროს?

ზელენსკიმ კონგრესში რუსული აგრესიის შესახებ ვიდეო აჩვენა

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის კონგრესში დისტანციური მიმართვის დაწყებამდე ამერიკელი კანონმდებლები ოვაციებით დახვდნენ და გამოსვლის დასასრულს ისევ ოვაციებით გააცილეს.

თეგები: აშშზელენსკირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025

ბიზნესი

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved