• რეკლამა
  • კონტაქტი
12:13, ორშაბათი, 1 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის ფოტოები მედიას აჩვენა

ალია ავტორი - ალია
19:58 02-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
862

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის ამჟამინდელი მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მოკვლას აპირებს.

როგორც ზელენსკიმ კიევში ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდრე ვან დერ ბელენთან გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრამდე მას მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გადასცეს.

“ოდესღაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყო. მიხეილ სააკაშვილი. ისინი (ფოტოები ) დავით არახამიამ მოგვაწოდა. მინდა ნახოთ, როგორ გამოიყურება.

მე მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ახლა აკეთებს იმას, რასაც აკეთებს: კლავენ. თქვენ იცით, რომ მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა კლავენ“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ და მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ფოტოები საჯაროდ აჩვენა. 

ზელენსკიმ დასვა შეკითხვა – „საქართველო, მისი ხელმძღვანელობა – ვისკენ არიან ისინი დღეს? ისინი ნეიტრალური არიან თუ რუსეთის მხარეს? იმიტომ, რომ რუსეთი ისე ექცევა თავის პოლიტიკოსებს, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ექცევა არა თავის პოლიტიკოსებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. და კიდევ ერთხელ: ნეიტრალური არიან ისინი? თუ ისინი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ არიან და ა.შ.? – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინა დიდი პატივისცემით ეპყრობა ამა თუ იმ სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის საკითხს, მაგრამ არ ესმის საქართველოს დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ.

„მინდა, პრესამ ნახოს, რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. მე არ განვიხილავ კითხვას, რატომ დააკავეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოს პოლიტიკასა და დემოკრატიაზე. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვსაუბრობ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველდღიურად საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, მათი მიზანი მისი მოკვლაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

„მთავარი არხი“

თეგები: ვოლოდიმირ ზელენსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება
ახალი ამბები

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება

19:00 11-28-2025
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved