• რეკლამა
  • კონტაქტი
09:09, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზელენსკი: უკრაინა აღარ არის მსხვერპლი – უკრაინა მებრძოლია

ალია ავტორი - ალია
13:17 08-24-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
663

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი მიზანი სამართლიანი მშვიდობის მიღწევაა და უკრაინა არასოდეს დათანხმდება „სირცხვილზე, რომელსაც რუსები კომპრომისს ეძახიან“.

„ჩვენ 1278 დღეა ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის. უკრაინა აღარ არის მსხვერპლი – უკრაინა მებრძოლია. ჩვენ არ ვთხოვთ, ჩვენ ვთავაზობთ – ძლიერ კავშირს, საუკეთესო არმიას ევროპაში, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და გამოცდილებას,“ – განაცხადა ზელენსკიმ კიევის მაიდანზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, დამოუკიდებლობის სიმბოლო უკრაინის ქალაქებს შორის მანძილზე მითითებული ნიშნებიცაა, რომლებიც დღეს მხოლოდ კილომეტრებზე აღარ მიუთითებენ: „ეს გვახსენებს, რომ დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი უკრაინის ნაწილია. დროებით ოკუპაცია ამას ვერ შეცვლის. ერთ დღეს ეს მანძილი გაქრება და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით, როგორც ერთი ქვეყანა.“

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის გამძლეობასა და ბრძოლისუნარიანობას: „ჩვენ შევაჩერეთ მსოფლიოს მეორე არმია. ეს ანგრევს მითს რუსეთის უძლეველობის შესახებ. უკრაინა უფრო ძლიერი გახდა და აღარ ელოდება ჟესტებს – მას საკუთარი ნება აქვს.“

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა აღიქმება ძლიერ პარტნიორად: „დღეს უკრაინა არ არის ღარიბი ნათესავი, უკრაინა არის ძლიერი მოკავშირე. ჩვენი ესმით და ჩვენ ანგარიშს გვიწევენ. ჩვენი ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთანაა.“

მიმართვის ბოლოს ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მადლობა გადაუხადა ბრძოლისთვის და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო: „ამოიწურა ისტორიული წრე, როცა ყოველი თაობა იძულებული იყო თავიდან დაეცვა თავისუფლება. ჩვენ უნდა გადავცეთ შვილებსა და შვილიშვილებს ძლიერი, ევროპული და დამოუკიდებელი უკრაინა”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved