ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, მთავრობის შემადგენლობის ცვლილებების ფარგლებში, ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერსა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს, მიხაილ ფედოროვს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა შესთავაზა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თავდაცვის მოქმედ მინისტრს, დენის შმიგალს „არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულების“ ხელმძღვანელობა შესთავაზა.
„თავდაცვის სამინისტროს ფორმატის შეცვლა გადავწყვიტე. თავდაცვის ახალ მინისტრად მიხაილ ფედოროვის კანდიდატურა წარვადგინე. მიხაილი დრონების მიმართულებით ღრმად არის ჩართული, ასევე, სამთავრობო სერვისებისა და პროცესების დიგიტალიზაციის საკითხში შედეგიანად მუშაობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი დანიშნა, ხოლო ბუდანოვის ყოფილი თანამდებობა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა, ოლეგ ივაშენკომ დაიკავა.














კომენტარები