• რეკლამა
  • კონტაქტი
20:08, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზელენსკი:”მოვუწოდებ მტერს, ისწავლეთ სიტყვა რეპარაცია და კონტრიბუცია!!!”

ალია ავტორი - ალია
14:16 03-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
129

ზუსტად ერთი კვირის წინ, დილის 4 საათზე რუსეთი ჩვენს დამოუკიდებელ ქვეყანაში, ჩვენ მიწაზე შემოიჭრა. ეს არის აგრესიის მწარე გამოვლინება და განდიდებისა და დევნის მანია – ასე დაიწყო თავის მიმართვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში ომის დაწყებიდან ზუსტად ერთ კვირაში.

მან მთელი ამ 7 დღის განმავლობაში, უკრაინელების მტკიცე ბრძოლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეც გაგრძელდება. მისივე თქმით, მტერს სტრატეგიული წარმატებისთვის არ მიუღწევია:

მათ მძიმე ფსიქოლოგიური კომპლექსი აქვს, ისევე როგორც რაკეტის მიერ დატოვებული კვალი. რეაქტიული არტილერია, ტანკები და სხვა სამხედრო ტექნიკა იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ. ომის პირველივე საათები და დღე ფართომასშტაბიანი შემოჭრისთვის იყო გათვლილი, თუმცა ჩვენ ერთიანი ძალებით, ძლიერად დავდექით. ჩვენ ასე გავაგრძელებთ. იმდენად მედგრად ვიბრძვით რომ მტერი იძულებული გახდა, სტრატეგია შეეცვალა.

უკრაინული დასახლებული პუნქტების რაკეტებით დაბომბვა, მიანიშნებს იმაზე რომ მტერმა ღირებულს ვერაფერს მიაღწია. არცერთი სტრატეგიული მიმართულებით მტერს წარმატებები არ აქვს. კიევმა მორიგი სარაკეტო იერიშები მოიგერია. მტერს ჩვენი ქალაქების აღება უნდა, თუმცა ამას ვერ შეძლებენ. მტერს ოდესის ხელში ჩაგდება უნდა, თუმცა შავი ზღვის ფსკერს მიიღებენ. მტრის სამიზნე გახდა ხარკოვის, უსპენსკის მამათა უძველესი მონასტერი. მართლმადიდებლების წმინდა ადგილი. ამ ეტაპზე მონასტერი ხარკოველების თავშესაფარია. წმინდა ადგილს ომის კვალი დაეტყო. რუსები ფიქრობენ რომ ღმერთი არ დასჯის. უფალი წამიერად არ პასუხობს ცოდვებს, თუმცა ხედავს და იცოდეთ რომ ამას ვერსად დაემალებით. არ არსებობს სამალავი, სადაც ღმერთს დაემალებით. ყველაფერს გავაკეთებთ რომ მონასტერს ომის კვალი არ დაეწყოს. უკრაინაში ყველა მონასტერი და ტაძარი რომ დაანგრიოთ, უკრაინელ ხალხს რწმენას მაინც ვერ წაართმევთ. რწმენას რომელიც უფლისა და უკრაინის მიმართ გვაქვს. განვაახლებთ თითოეულ შენობას, თითოეულ ქუჩას და თითოეულ ქალაქს.

მოვუწოდებთ მტერს, ისწავლეთ სიტყვა რეპარაცია და კონტრიბუცია. რადგან ინანებთ იმას რაც ჩვენს წინააღმდეგ, თითოეული უკრაინელის წინააღდეგ ჩაიდინეთ. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ინანებთ. ხოლო მათ ვინც დაიღუპა, ჩვენ უკრაინელები არასოდეს დავივიწყებთ. აქ ჩვენი ქალაქების ასაოხრებლად, ჩვენი ხალხის მოსაკლავად და ყველაფერი ძვირფასის წასართმევად მოხვედით. ადამიანებს სასმელი წყლის, შუქისა და გათბობის გარეშე ტოვებთ. არ აძლევთ უფლებას საჭმელი და მედიკამენტები მიიღონ. ევაკუაციისთვის განკუთვნილ მანქანებს ესვრით. არ არსებობს შეიარაღება რომელიც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ არ გამოიყენეთ.

ახლა კი გამოდიან თქვენი პროპაგანდისტები და აცხადებენ რომ უკრაინაში ე.წ. ჰუმანიტარულ დახმარებას გააგზავნით. უღმერთოებო დაიმახსოვრეთ, როდესაც მილიონობით ადამიანი გწყევლით, ვერაფერით გამოისყიდით.

უკრაინა ყოველდღიურად იღებს პარტნიორების მიერ გამოგზავნილ სამხედრო დახმარებებს, ჩამოდიან უცხოელი მოხალისეები. წამოიდგინეთ ჩვენი სამშობლოს დასაცავად ჩამოდიან. დარწმუნებული ვარ ეს წარმატებული იქნება. ჩვენი ქვეყნის ისტორიის განმავლობაში, ჩვენ 2 მსოფლიო ომი, 3 ჰოლოდამორი, ჰოლოკოსტი, ბაბინ იარი, დიდი ტერორი, ჩერნობილის აფეთქება, ყირიმის ოკუპაცია და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ომი გადავლახეთ. ჩვენ არ გვაქვს ოკეანიდან ოკეანემდე გადაჭიმული ტერიტორიები, ასევე არ გვაქვს ატომური იარაღი. მსოფლიო ბაზარს ნავთობს და გაზს ვერ ვაწვდით, თუმცა ჩვენ ყველაზე ძვირფასი – ჩვენი ხალხი გვყავს და ჩვენი სამშობლო გვაქვს. ეს არის ჩვენი ოქრო და ამისთვის ვიბრძვით. ძალიან ბევრჯერ სურდათ მისი დაქუცმაცება, თუმცა ვერ შეძლეს. უნდოდა უკრაინა მიწიდან აღეგავათ, თუმცა ვერ შეძლეს. ზურგში გვესროდნენ, თუმცა მედგრად ვდგავართ. უნდათ რომ გავჩუმდეთ, თუმცა ჩვენი ხმა მთელმა მსოფლიომ მოისმინა. ყველაფერი იმის შემდეგ რასაც უკრაინამ გაუძლო, თუ ვინმე იფიქრებს რომ ჩვენ გავტყდებით, დავნებდებით ან დავეცემით, მან ჩვენს შესახებ, მან უკრაინის შესახებ არაფერი არ იცის. ასეთ ადამიანს, აქ ჩვენს შორის არაფერი ესაქმება. ის უცხოა. წადი სახლში, რუსეთში და შენი რუსულენოვანი ხალხი დაიცავით. სხვაგან ნუ ეძებთ რუსულენოვან ადამიანებს, რუსეთშიც საკმარისი, 150 მილიონი გყავთ. აქ ჩვენთან კი დიდება უკრაინას.” განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved