• რეკლამა
  • კონტაქტი
03:00, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზელენსკი :”ძვირფასო მოსკოველებო თუ მელიტოპოლში 2 000 ადამიანი გამოდის წარმოიდგინეთ, თქვენ რამდენს შეგიძლიათ გამოსვლა!”

ალია ავტორი - ალია
17:47 03-12-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
125

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მორიგი ბრიფინგი გამართა. მან სხვადასხვა საკითხებთან ერთად მელიტოპოლის მერის გატაცებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოკუპანტების მცდელობა – დაეჩოქებინათ ქალაქი, დღეს ათასობით უკრაინელმა გააპროტესტა.

ზელენსკიმ მოსკოვის მოსახლეობასაც მიმართა და კიდევ ერთხელ მოუწოდა, კრემლის აგრესიის წინააღმდეგ ქუჩებში გავიდნენ.

“დილიდანვე ქალაქ მელიტოპოლში ​რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. ჩვენმა მოქალაქეებმა გააპროტესტეს რუსი ოკუპანტების მცდელობა – დაეჩოქებინათ ქალაქი. ძვირფასო მოსკოვის მცხოვრებლებო, თუ უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში 2 000 ადამიანი გამოდის რუსული აგრესიის წინააღმდეგ, წარმოიდგინეთ, თქვენ რამდენს შეგიძლიათ გამოსვლა. გუშინ, ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი გაიტაცეს, სამოქალაქო საზოგადოება მის გათავისუფლებას ითხოვს. მადლობელი ვარ, თითოეული მოქალაქის, რომელიც აქციაზე გამოვიდა. ოკუპანტები უნდა მიხვდნენ, რომ უცხოები არიან ჩვენს მიწაზე და მათ არასოდეს მივიღებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ მელიტოპოლის მერის გატაცებასთან დაკავშირებით პარტნიორ ქვეყნებთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“მერთან დაკავშირებულ ინციდენტზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ჩვენს პარტნიორებთან, მოთხოვნა ერთადერთია – დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ! მივმართავთ ყველა ქვეყანას, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს, მათ შორის საფრანგეთს, გერმანიას, ისრაელს, პირადად ვესაუბრე გერმანიის კანცლერს, შოლცს და საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონს, არ დავიშურებთ ძალისხმევას მერის გასათავისუფლებლად და ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ არ გაათავისუფლებენ! ამასთან ველოდებით, საერთაშორისო ლიდერების ქმედებებს, რომ დაგვანახონ, თუ როგორ მოიქცევიან ამ ვითარებაში და რა ძალისხმევას გაიღებენ ერთი ადამიანის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად!”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved