უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უმაღლესმა რადამ საწვავზე დამატებითი ღირებულების გადასახადი და აქციზის გადასახადი უნდა გააუქმოს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ ამ მიმართულებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ახლა ჯერი პარლამენტზეა.
„მინისტრთა კაბინეტმა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. შეთანხმებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისა და აქციზის გადასახადის მოხსნა საწვავზე – ბენზინსა და დიზელზე. ეს კეთდება მოსახლეობის მოთხოვნილებიდან გამომდინარე, რათა არ იყოს ქვეყანაში საწვავის დეფიციტი. მთავრობამ თავისი სამუშაო შეასრულა, ახლა ჯერი უმაღლესი რადას დეპუტატებზეა,“- განაცხადა ზელენსკიმ.














კომენტარები