დღეს ლონდონში დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების შეხვედრა გაიმართება. მედიის ცნობით, ისინი უკრაინაში ომის დასასრულებლად მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებასა და შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებენ.
ფლორიდაში გამართული ამერიკულ -უკრაინული მოლაპარაკების შემდეგ, ლონდონში მიემგზავრება უკრაინული დელეგაციაც. რუსტემ უმეროვი და ანდრეი გნატოვი ევროპულ მხარეს მოლაპარაკებების შედეგებს გააცნობენ. ლონდონის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავა.














კომენტარები