• რეკლამა
  • კონტაქტი
22:23, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ზედმეტია ამდენი ფუფუნების საგნები, ჩემზეც ვამბობ.. ზედმეტია ამდენი ტანსაცმელი, ბინა თუ სხვა რამე… “

ალია ავტორი - ალია
03:46 03-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

„ახლა არის დრო იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ ჩვენი პროდუქცია, ჩვენი ხერხემალი – სოფელი უნდა განვავითაროთ“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა bm.ge-ის კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე საუბრისას განუცხადა.

„მე მგონი, ვირუსის გასვლის შემდეგ ნაკლებად იქნება დრო და მოთხოვნა იმპორტზე, რაც ეკონომიკისთვის არაა კარგი, მაგრამ ქვეყნის სავალუტო ბალანსისთვის კარგია, რადგან იცით, რომ ათწლეულების განმავლობაში სამჯერ აღემატებოდა იმპორტი ადგილობრივ წარმოებას, რაც ანგრევდა ჩვენს ეკონომიკას; ჩვენით ვერ გავიგეთ და გამჩენის ხელი ჩაერია – ზედმეტია ამდენი ფუფუნების საგნები, ჩემზეც ვამბობ.. ზედმეტია ამდენი ტანსაცმელი, ბინა თუ სხვა რამე… ბუნებრივად მოხდა ბალანსი. გზას გვაჩვენებენ საით უნდა განვვითარდეთ.

ჩვენ პირველ რიგში ხერხემალი – სოფელი უნდა განვავითაროთ, რომ ფუნდამენტი იყოს ძლიერი… ფიზიკური ძალისხმევების გარეშე შემცირდება იმპორტი და ახლა არის დრო იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პროდუქცია, ჩვენი ხერხემალი – სოფელი უნდა განვავითაროთ. სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი, მინიმუმ 50-წლიანი სტრატეგიები და მერე უნდა დეხმარონ ადამიანებს ანუ ყველამ, ვისაც მიწა აქვს, გლეხი იქნება ეს თუ მეწარმე, მიიღოს ინფორმაცია მიწაზე, კულტივაციის პირობებზე, არსებულ მოთხოვნებზე… შემდეგი 50 წელი მაინც უნდა იცოდეს ერმა რა მოიყვანოს – 100 ტონა პომიდორი?! იქნებ სიმინდი?! და ა.შ.“, – ამბობს ბიზნესმენი.

ლაშა პაპაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწა არ უნდა დარჩეს და თუ მფლობელი ვერ ან არ ამუშავებს, ის სახელმწიფომ უნდა დაამუშაოს.

„არ შეიძლება მიწა წლების განმავლობაში იყოს დაძინებული. არის შემთხვევები, როცა ფიზიკური პირი, თუ იურიდიული პირი ყიდულობს მიწას და არ ამუშავებს, ელოდება როდის გაძვირდება, რომ მერე გაყიდოს. ეს არ შეიძლება. თუ მფლობელი მიწას არ ამუშავებს, სახელმწიფო მის ექსპროპრიაციას ვერ მოახდენს, მაგრამ შეიძლება რომ იჯარის ფული მისცეს და თვითონ დაამუშაოს. მიწა არ უნდა იყოს უქმად“, – განაცხადა ბიზნესმენმა bm.ge-ისთან და დასძინა, რომ მიწის დამუშავების აუცილებლობაზე მან მთავრობასაც მისწერა თავისი მოსაზრება.

„ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი უნდა გამოვიჩინოთ…. მარტის დასაწყისში მთავრობას მივწერე, რომ ცოტა დრო რჩება, გაზაფხული მოდის და არცერთი გოჯი მიწა დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს-მეთქი ანუ პირდაპირ აქ არის საჭირო, რომ ჯარის საშუალებით იქნება ეს, პოლიციის თუ გლეხის, გამგეობების მიხედვით უნდა დადგნენ იმის სადარაჯოზე, რომ არცერთი გოჯი მიწა დაუმუშავებელი არ დარჩეს… მითხრეს, რომ გავითვალისწინებთო“, – თქვა ლაშა პაპაშვილმა.

bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved