ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე აცხადებს:
“რაც შეეხება ეუთო/ოდირს, თქვენ იცით, რომ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს. გადახვევები გვხვდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან”. – თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტის ჩაკითხვაზე – “ანუ, არ აპირებთ მოწვევას?”, კობახიძემ უპასუხა “ნუ ნერვიულობთ”.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით”. – თქვა კობახიძემ.
კომენტარები