• რეკლამა
  • კონტაქტი
17:34, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ ისე ჩაცხრილეს ავტობუსში, გამსახურდიას უირაღო მომხრეები, ჯაბა იოსელიანიც კი აღშფოთდა – მიქარვა მოუვიდათო“ – რას იხსენებს სანდრო ბრეგაძე?

ალია ავტორი - ალია
17:04 03-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,555

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.

– ბატონო სანდრო, ჰააგის ტრიბუნალმა ვლადიმერ პუტინის დაკავების სანქცია გასცა. რა აზრი ჰქონდა ამის გაკეთებას და  რა  შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ გადაწყვეტილებას მსოფლიოსთვის და ჩვენი რეგიონისთვის?

– ეს არის საკმაოდ  სერიოზული პოლიტიკური აქტი. იმდენად სერიოზული  სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც პოლიტიკური. არავინ  არის იმდენად მოამიტი, რომ სერიოზულად იფიქროს, ამ სანქციის მერე ვლადიმერ პუტინს დააპატიმრებენ ან პუტინი ადგება და ჩაბარდება ჰააგის ტრიბუნლს. შემიძლია, ცალსახად ვთქვა, რომ ამ სანქციის გაცემის მერე,  უკრაინაში საომარი მოქმედებების განვრცობა და გამწვავება გარდაუვლია. ასევე, შეიძლება ითქვას, ეს გაამწვავებს ვითარებას  პოსტსაბჭოურ სივრცეში და  განსაკუთრებით ორ ქვეყანაში – საქართველოსა და მოლდოვაში. სწორედ ეს ორი ქვეყანა დგას ყველზე დიდი საფრთხის წინაშე.

– რატომ მოლდოვა და საქართველო?

– მერაბიშვილის, კეზერაშვილის, სააკაშვილის, აი, ამ ლიბერალური ოპოზიციის ლიდერების მიერ აუცილებლად განხორციელდება პროვოკაციების სერია, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს რუსეთის მიერ ახალი ოკუპაციის განვრცობას.  ღმერთმა ნუ ქნას, ჩემი პროგნოზი გამართლდეს, თუმცა ამის ალბათობა  ძალინ დიდია.  მე მინდა ერთი ერთი რამ განვაცხადო სახალხოდ. არც ერთ ომში  ის ხალხი არ მინახავს ბრძოლის წინა ხაზზე ავტომატით ხელში, სანგრებში, რომლებიც დღეს გაიძახიან სადაც ვიწროა, იქ გაწყდესო და  რომლებიც საომარ მოქმედებებზე ოცნებობენ.  ამ უმძიმეს ჟამს, ვფიქრობ, პასუხისმგებლობის მქონე ყველა პოლიტიკოსის, საზოგადო მოღვაწის,  რიგითი მოქალაქის უმთავრესი ამოცანა  ის უნდა გახდეს, რომ  საომარი  მოქმედებები ავაცილოთ საქართველოს. ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე და გონიერება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ ემოციებს და არ უნდა გადავდგათ რაიმე სახის პროვოკაციული ნაბიჯი. ნებისმიერი პროვოკაცია გამოიწვევს რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, რაც დიდი ალბათობით, ჩვენი უფრო დიდი ტერიტორიების ოკუპაციით შეიძლება დამთავრდება. გონიერება გვმართებს და ემოციების გარეშე ჩვენი პოლიტიკის მართვა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. დღეს, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი ადამიანისგან  გაიგონებთ ფრაზას – დადექით ისტორიის ნათელ მხარეს. ძირითადად, ესენი არიან ისინი, ის ადამიანები ან მათი შთამომავლები, რომლებიც ბატონ ზვიად გამსახურდიას, მის ხელისუფლებას  ბნელეთს, პროვინციულ ფაშიზმს უწოდებდნენ. დღესაც რატომღაც მგონია, რომ მათ მაშინ,  1991–92 წლების სამხედრო კრიმინალური გადატრიალების დროს მიაჩნდათ, რომ ისინი  ისტორიის ნათელ მხარეს იდგნენ. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, თუ რა იყო  მათთვის ისტორიის  ნათელი მხარე. ეს იყო, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას  დამხობა და მერე დევნა, რუსების დახმარებით მისი მკვლელობა, რუსეთის ჯარის შემოყვანა, „მხედრიონისა“  და კოტოვანის ბანდის მიერ ქართველების დახოცვა, დაყაჩაღება, აწიოკება… აფხაზეთის, ფაქტობრივად, გაყიდვა და  რუსეთისთვის ჩაბარება.  სოხუმი უიარაღო სოხუმელებს შეატოვეს და იქაურები თბილისში, სხვა ქალაქებში თითზე გადასახვევი ძაფის გარეშე  ჩავიდნენ და  ლტოლვილებად იქცნენ.  არა მარტო სოხუმელები, აფხაზეთის მთელი ქართველობა. ეს  ხალხი, ეს ელიტარული კასტა,  30 წელი ძარცვავდა ქვეყანას,  მილიონერები გახდნენ და დღეს მათი შთამომავლები გამოდიან და გამუნათებენ, ისტორიის ნათელ მხარეს დადექიო, მე დამიჯერე,  მე დამიჭირე მხრიო, მე უნდა ვიყო მუდამ შენი ხელისუფალიო.  ამაშია ზუსტად საქმე. ამ იუდებს,  მოღალატეებს ჩახედავ თვალებში და წარბსაც კი არ იხრიან. ამას ჰქვია უტიფრობა. დღესაც მახსენდება 1991 წლის შემოდგომა და უნივერსიტეტის ბაღი, სადაც ვახტანგ  გოგუაძისგან მართული  პუტჩისტი სტუდენტები დამხვდნენ. 3 საათი მიმტკიცებდნენ, თითქოს ისინი იყვნენ ნათელ მხარეს,  ხოლო ზვიად გამსახურდია ჩაუშესკუ იყო და ჯაბა იოსელიანი ქვეყანაში დემოკრატიას ამყარებდა. ეს ხალხი და მათი შთამომავლობაა, დღესაც რომ ამუნათებს ხალხს, უტიფრად ატყუებს ამ  დატანჯულ ხალხს და საბოლოოდ ქვეყანა მიჰყავთ კატასტროფამდე.  ისეთ კატასროფამდე, რომლის ფატალური  შედეგებიდანაც  ქვეყანას ამოსვლა  არათუ გაუჭირდება,  შეიძლება საერთოდ  ვერც ამოვიდეთ. გონიერება გვმართებს და აუცილებლად სასწრაფო ცვლილებები, რათა ხელისუფლებას ჩამოსცილდნენ ის ფორმალური თუ არაფორმალური პირები, ის  მოღალატეთა კასტა, რომლებიც 30 წელია მართავენ ქვეყანას და ყველა ხელისუფლების ნავში ისხდნენ. მაგალითად, გოგა ხაინდრავა შევარდნაძის, სააკაშვილის მთავრობაში იყო და ამ მთავრობშიც არის „რუხი კარდინალი“.   ეს არაკაცი ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს, დეპუტატობის კანდიდატების შერჩევაშია ჩართული. ეს ის ადამიანია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მარტო   ჭკუას კი არ  ეკითხება,  უმიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებსაც აღებინებს. ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში, „სამი განზომილება“  ნათლად აქვს აღწერილი,  ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები. ჯაბა იოსელიანიც კი აღშფოდა, ძალიამ დიდი მიქარვა მოუვიდათ, როგორ შეიძლებოდა უიარაღო ხალხისთვის ავტომატის სროლაო, წერს. საქართველოს ხელისუფლებას როგორ შეიძლება მართავდეს ადამიანი, რომელმაც 1992 წელს, სამხედრო–კრიმინალური გადატრიალების მეორე დღესვე, ციხიდან გაათავისუფლა ოსი სეპარატისტების ლიდერი, „ადამონ ნიხასის“ შემქმნელი, ტორეს კულუმბეგოვი, რომლის ხელებიც ქართველთა სისხლში იყო გასვრილი და ხეზე მიბმულ ქართველებს  ოსებს აწვევინებდა. კულუმბეგოვმა ქართველებს გენოციდი მოუწყო. ციხიდან გამოსულმა კი  გაათმაგებული მონდომებით დაიწყო ქართველთა რბევა და ხოცვა. ამ ხელისუფლებამ, რომლის „ რუხი კარდინალიც“ არის ხაინდრავა, არ უნდა დაუსვან კითხვა, თუნდაც რატომ გაათავისუფლა  ციხიდან ქართველთა  დაუძინებელი მტერი კულუმბეგოვი? რაში გაიყიდა ცხინვალის რეგიონში ქართული მოსახლების უსაფრთხოება?  როდესაც უყურებ, რომ ხაინდრავას ხელისუფლება, იმდროინდელი პუტჩისტების, ზვიად გამსახურდიას მკლელების  მიერ დამოძღვრილი ხელისუფლება მართავს დღეს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ნიჰილიზმი და პროტესტის გრძნობა გიჩნდება. ხვდები, რომ ამ ქვეყანას კარგი არაფერი ელის  ახლო მომავალში.

 

თეგები: სანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved