• რეკლამა
  • კონტაქტი
03:00, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზაზა მარიდაშვილი:”პარტია რომ არჩევნებში ხმების ერთ პროცენტს აიღებს – ამ პარტიის თავმჯდომარე უნდა გადადგეს..მაგრამ ნათელაშვილისნაირი ,,პოლიტიკოსებისთვის“ დემოკრატია მისაღებია მხოლოდ პარტიის გარეთ, ოღონდ არა საკუთარ პარტიაში!”

ალია ავტორი - ალია
17:07 01-22-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

პარტია რომ არჩევნებში ხმების ერთ პროცენტს აიღებს – ამ პარტიის თავმჯდომარე უნდა გადადგეს, ამისთვის მას თავმოყვარეობა უნდა ჰქონდეს, თუ არ გადადგება, პარტიაში არჩევნები უნდა დაინიშნოს და დემოკრატიული წესით ახალი ხელმძღვანელობა უნდა აირჩიოს, მაგრამ სწორედ ამაშია საქმე, ნათელაშვილისნაირი ,,პოლიტიკოსებისთვის“ დემოკრატია მისაღებია მხოლოდ პარტიის გარეთ, ოღონდ არა საკუთარ პარტიაში, – წერს სოციალურ ქსელში ზაზა მარიდაშვილი.

ზაზა მარიდაშვილი საქართველოში არსებულ პოლიტიკური პარტიების საქმიანობას აფასებს. მისი თქმით ქვეყანაში 238 მოქმედი პოლიტიკური პარტიაა და გაუგებარია რა განსხვავებული იდეოლოგია გააჩნიათ, რომ გამართლებულად ჩაითვალოს მათი არსებობა.

როგორც მარიდაშვილი წერს, პარტია, რომელიც არჩევებში ხმების ერთ პროცენტს იღებს ამ პარტიის თავმჯდომარე თანამდებობას უნდა ტოვებდეს და ამის მაგალითად შალვა ნათელაშვილი მოჰყავს, რომელიც უკვე მესამე ათეული წელია პარტიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საქართველოში 238 მოქმედი პოლიტიკური პარტიაა; ყოველი პარტია უნდა იყოს გარკვეული პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი; თავად იდეოლოგია არის იდეების, შეხედულებების ერთობლიობა, რომელიც ადამიანების გარკვეულ ჯგუფში მიღებულ ნორმად, სახელმძღვანელო იდეებად არის აღიარებული. ძალიან მაინტერესებს ამ 238 ქართულ პარტიას რა ისეთი განსხვავებული იდეოლოგიები გააჩნიათ, რომ მათი არსებობა გამართლებულად ჩავთვალოთ; თუ პოლიტიკური მოღვაწეობა გსურს – მოიძიე შენს ხედვებთან ახლოს მდგომი პარტია, გაწევრიანდი და იქნებ პარტიის იერარქიაშიც დაწინაურდე; თუმცა, სწორედ აქ არის ჩამარხული ძაღლის თავი, სწორედ ამ მიზეზით შეიძლება ავხსნათ საქართველოში ასეულობით პარტიის არსებობა; მივადექი მთავარ სათქმელს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საქართველოში მოქმედ პარტიებში კომუნისტური რეჟიმის აჩრდილი სუფევს – მარადიული ლიდერებით, არარეალიზებული ამბიციებით და საკუთარი წარუმატებლობის სხვისთვის გადაბრალებების ასევე წარუმატებელი მცდელობებით. ამის საუკეთესო მაგალითია შალვა ნათელაშვილი, რომლის პარტიაც მუდმივად აუტსაიდერის როლში იმყოფება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს პერსონა თითქმის მესამე ათეული წელია პარტიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. პარტია, რომ არჩევნებში ხმების ერთ პროცენტს აიღებს – ამ პარტიის თავმჯდომარე უნდა გადადგეს, ამისთვის მას თავმოყვარეობა უნდა ჰქონდეს, თუ არ გადადგება, პარტიაში არჩევნები უნდა დაინიშნოს და დემოკრატიული წესით ახალი ხელმძღვანელობა უნდა აირჩიოს….მაგრამ, სწორედ ამაშია საქმე, ნათელაშვილისნაირი ,,პოლიტიკოსებისთვის“ დემოკრატია მისაღებია მხოლოდ პარტიის გარეთ, ოღონდ არა საკუთარ პარტიაში… ეს ერთი მაგალითი მოვიყვანე, თორემ საქართველოს უახლესი ისტორია და აწმყო არაერთ ასეთ „ლიდერს“ იცნობს, რომელიც პარტიის წარუმატებლობას მუდმივად სხვას აბრალებს, ხალხის ნდობით მოსარგებლე პარტიების ჩაჩოჩებას და მის მაგვარ 1, 2 და 3 პროცენტიანი პარტიების აღზევებას ქადაგებს; უნდა ენდოს თუ არა საზოგადოება ასეთ პოლიტიკოსებს? არა და არც ენდობა!“ – წერს ზაზა მარიდაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved