• რეკლამა
  • კონტაქტი
02:55, სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზავი ჩაიშალა – “მაიკ პომპეოს ერთი მთავარი კითხვა დავუსვი…” – რა ხდება მთიან ყარაბაღში?

ალია ავტორი - ალია
14:22 10-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ჰუმანიტარული ზავის დადების შემდეგ, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 26 ოქტომბერს შედგა, ცეცხლის ისევ არ შეწყვეტილა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქი – გუბადლი დაიკავა – „ხვალ ჩვენ განახებთ ამ ტერიტორიებს ინტერაქტიული რუკის მეშვეობით“, – განაცხადა ჰოვანისიანმა.

განცხადებას აკეთებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი:

“საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩაიშალა. ცხადია, რომ მორიგ ჯერზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. არ ვიცი, როგორი რეაქცია ექნება ეუთოს მინსკის ჯგუფს, მაგრამ სომხურმა მხარემ ყველაფერი გააკეთა ზავის დასაცავად. არცახის არმია დილიდან თავშეკავებულად მოქმედებდა, თუმცა დღის მეორე ნახევარში დაზუსტებით შეიძლებოდა თქმა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ შედგა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ ვერ იმუშავა.

მაიკ პომპეოს (აშშ-ს სახელმწიფო მდივანს) ვუთხარი, რომ ეს მათთვის იყო პირველი შეთანხმება, ჩვენთვის კი უკვე მესამე, ასე, რომ ზუსტად ვიცოდით, რა მოხდებოდა, რომ შეთანხმება დაირღვეოდა, აზერბაიჯანული მხარე კი იტყოდა, რომ ეს შეთანხმება სომხეთმა დაარღვია. მთავარი შეკითხვა, რომელიც მე დავუსვი სახელმწიფო მდივანს იყო, თუ როგორ გაარკვევდნენ, ვინ დაარღვია რეალურად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. “

ოფიციალური აზერბაიჯანის ცნობით, 27 ოქტომბერს სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა დასახლებული პუნქტები დაბომბეს. მათ შორის ქალაქ ტარტარისა და მის სიახლოვეს არსებული სოფლებიც.

„26 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში, ასევე 27 ოქტომბერს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებმა ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ შეასრულა, სხვადასხვა ტიპის შეიარაღებიდან იერიში მიიტანეს აზერბაიჯანის არმიისპოზიეციებზე, ასევე ფრონტის ხაზთან მდებარე დასახლებებზეც“, – აღნიშნულა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ  თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კონფლიქტის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში სიტუაცია სტაბილურად დაძაბული იყო. საღამოს ისინი აქტიურად იყენებდნენ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომელთა ნაწილიც ჩამოვაგდეთ. მტერი აგრძელებდა დასახლებული პუნქტებზე თავდასხმას“ – აღნიშნულია ე.წ მთიანი ყარაბაღისა არმიის განცხადებაში.  მათივე ცნობით, ე.წ პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთინიანმა ყარაბაღის ე.წ თავდაცვის მინისტრი არაიკ ჰარუთინიანი შეცვალა. მისივე თქმით ის ბრძოლაში დაიჭრა.

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული ზავი გაფორმდა. შეთანხმება აშშ-ს დეპარტამენტის დახმარებით შედგა.

თეგები: ყარაბაღი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved