თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულკადირ ურალოღლუმის განცხადებას, Report ავრცელებს.
“ამჟამად ჩინეთიდან ევროპაში ტვირთის გადაზიდვა კასპიის ზღვიდან ბაქო-თბილისი-ყარსის (ბთყ) რკინიგზით ხორციელდება, ხოლო ზანგეზურის დერეფანი ალტერნატიულ მარშრუტად განიხილება.
ეს დერეფანი აღმოსავლეთით კასპიის ზღვიდან გადაიჭიმება და ჩვენ მის გაშვებაზე ვმუშაობთ. თურქეთის მონაკვეთი 224 კმ სიგრძისაა და მას საფუძველი 2025 წელს ჩაეყარა.
ნახიჩევანში სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ყველანაირი სამუშაოს დასრულების შემდეგ ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი შუა დერეფანი ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზითა და ზანგეზურის დერეფნით იქნება უზრუნველყოფილი, – ამბობს თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
შედარებისთვის, ამჟამად ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მაქსიმალური მოცულობა წელიწადში 5 მლნ ტონას შეადგენს, მაშინ, როცა ზანგეზურის დერეფნით წელიწადში 15 მლნ ტონის გადაზიდვაა დაანონსებული.
პროექტი 2025 წლის აგვისტოში, ვაშინგტონმა გააქტიურა., ამიტომაც მას ასევე უწოდებენ „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.”
















კომენტარები