• რეკლამა
  • კონტაქტი
13:53, კვირა, 25 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ზამთარმა რუსეთს თავის ისტორიაში, ორი ყველაზე დიდი ომი მოაგებინა… ახლა გასამდება?“ – რას უყვება „ალიას“ სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
16:13 09-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14,430

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– უკრაინამ სერიოზული კონტრშეტევა განახორციელა და დაკარგული ტერიტორიების საკმაოდ დიდი ნაწილი დაიბრუნა, რუსეთს ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვს. ბევრი არ ელოდა უკრაინელთა ასეთ ეფექტურ სამხედრო წარმატებას. რას იტყვით?

– ეს მოულოდნელობის ფაქტორმა განაპირობა. თუ ვინმეს გაუხარდება უკრაინელთა გამარჯვება, ერთ-ერთი პირველი მე ვიქნები. თუმცა, ჯერ ადრეა საბოლოო გამარჯვებამდე. კი, წარმატებული კონტშეტევები იყო რამდენიმე მიმართულებით, ბევრი დაკარგული დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს, მაგრამ რუსეთს სერიოზული სამხედრო რესურსები აქვს და ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. უკრაინამ რაც შიეძლება მეტი ტერიტორიების დაბრუნება და მათი შენარჩუნება, მათი სრული კონტროლი უნდა მოახერხოს ვიდრე დაზამთრდება. მე ვიტყოდი, ორ თვეში. მერე, ზამთარში,  გაძნელდება სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადაადგილება, მით უფრო,  ეს შეტევისას უფრო პრობლემურია. რუსეთი ეცდება ყველაფერის უკან დაბრუნებას და ეცდება, ეს ზამთარში გააკეთოს. ხომ ხედავ, რუსეთი ენერგოობიექტებს უბომბავს უკრაინას. ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩება. მძიმე ზამთარი ელის უკრაინას და არა მარტო ხალხს. ბევრ სამხედრო ნაწილს არ ექნება დენი და გაზი, იმ ნაწილებს, სადაც მოხალისეებისა და სამხედროების გადამზადება მიმდინარეობს. მოკლედ, ვფიქრობ, 2 თვეში მაქსიმალურად  ეფექტური შეტევები უნდა განახორციელოს უკრაინის არმიამ, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიები დაიბრუნოს და მერე, ზამთარში მათი შეკავება-შენარჩუნება უნდა შესძლოს. ზამთარმა რუსეთს თავის ისტორიაში, ორი ყველაზე დიდი ომი მოაგებინა -1812 წელს ნაპოლეონთან და მეორე მსოფლიო ომი. ორივე ომში გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა ზამთარი, კლიმატი. ახლა გასამდება? ზამთრის დახმარებით მოიგებს უკრაინასთან ომს? ეს მალე გამოჩნდება. რუსეთს პირველად დაუდგა ცოცხალი ძალის პრობლემა, რადგან პუტინი კვლავ არ აპირებს სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას. საყოველთაო მობილიზაცია ომის დროს ცხადდება და პუტინი ცოცხლი თავით არ აღიარებს, რომ უკრაინასთან ომი აქვს, ისევ სამხედრო სპეცოპერაციას ეძახის ამხელა ომს. ამ დროს, რუსეთის ციხეებიდან პატიმრებს უშვებენ ომში თავისუფლების სანაცვლოდ, ისე გაუჭირდათ. რამდენიმე დღის უკან რუსეთის დუმის პირველი საშემოდგომო სესია იყო. გამოვიდა კომუნისტური პარტიის ლიდერი, გენადი ზიუგანოვი და მოითხოვა, რუსეთის თავდაცვის ხარჯების ორჯერ გაზრდა და საყოველთაო მობილიზაცია. სამხედრო ხარჯების გაზრდას ყველა დაეთანხმა, მაგრამ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებაზე მმართველმა პარტიამ უარი უთხრა ზიუგანოვს. ისე, ზიუგანოვს ეტყობა  დაავიწყდა, რომ საბჭოთა კავშირი ამ სამხედრო ხარჯების უზომოდ გაბერვამ დაშალა და რუსეთსაც იგივე არ მოუვიდეს. მოკლედ, არ აღიარებს რუსეთი უკრაინასთან ომს, პუტინს სახის შენარჩუნება უნდა და უკრაინაში ისე გამარჯვება, რომ ბოლომდე სამხედრო ოპერაციად დარჩეს რუსი ხალხისთვის ეს ომი. რუსეთის მოსახლების 80 პროცენტს სჯერა, რომ ეს ომი არ არის. ძნელი სათქმელია, საბოლოოდ რა მოხდება. პუტინის ურჩობა, მაინც ვფიქრობ, ძვირად დაუჯდება რუსეთს. უკრაინა აგრძელებს კონტრშეტევებს და იქამდე არ მივიდეს საქმე, რუსეთს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება მაშინ მოუწიოს, როდესაც უკრაინელები რუსეთის მიერ დაპყრობილ ყველა ტერიტორიას გაათავისუფლებენ, ყირიმის ჩათვლით. უკრაინის სამხედრო წარმატებები მარტო მათი თავდაცვის სამინისტროს და  გენშტაბის დამსახურება არ არის. უკრაინაში ამერიკის სამხედრო ატაშე, ყოველდღე უკრაინის გენშტაბში იჯდა და ერთად გეგმავდნენ სამხედრო ოპერაციებს. იცი, როდის დაინიშნა  ამერიკის ახალი სამხედრო ატაშე უკრაინაში? 4 აგვისტოს და ორ დღეს უკვე უკრაინაში იყო. ლოგიკურად, ეს კაცი სპეციალურად დანიშნეს ამ კონტრშეტევითი სამხედრო ოპერაციების, უკრაინის გენშტაბთან ერთად დასაგეგმად. თან რა არის აქ კიდევ საგულისხმო. ჯერ „ლენდ-ლიზი“ არ დაწყებულა, ამ პროგრამით ერთი ტყვია არ მიუღია უკრაინას და უკვე ამხელა წარმატებები აქვთ. არ გამოვრიცხავ, დონეცკი და ხერსონი „ლენდ ლიზის“ დაწყებამდე აიღებენ. სავარაუდოდ, „ლენდ-ლიზით“ 1-ელი ოქტომბრიდან უნდა მიიღოს შეიარაღება უკრაინამ. აი, მერე უფრო ეფექტური, შედეგიანი გახდება უკრაინელთა კონტრშეტევები. თან აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. აქამდე ამერიკა დასაწყობებულ იარაღს აწვდიდა უკრაინას, ზოგიერთი სახეობის იარაღი 20-30 წლის წინ იყო წარმოებული. საწყობში ამდენი წლით შენახულ იარაღს შეიძლება წუნი ჰქონდეს, რომელიც ყველას შეიძლება გამოეპაროს ამერიკაშიც კი და უშუალოდ ბრძოლის ველზე აღმოაჩინო. კი ბატონო, ეს შეიძლება ერთეული შემთხვევები იყოს, მაგრამ მაინც არასასურველია, ცხადია. ახლა პირდაპირ ქარხნებიდან გაუგზავნიან ახალთ-ახალ და ნაირგვარ იარაღს უკრაინას. ადრეც გითხარი, 400-ზე მეტი სამხედრო ქარხანა უკვე მუშაობს „ლენდ ლიზის“ პროგრამით. ეს დიდი საფრთხეა რუსეთისთვის, მაგრამ აქ ერთი რამ უნდა აღვნიშნო აუცილებლად. თუ აქამდე რუსეთს არ ჰქონდა მიკროჩიპები და ბევრი სამხედრო ქარხანა დახურული იყო, ახლა, მესამე ქვეყნების გავლით, რუსეთი იღებს ამ მიკროჩიპებს – ევროპულს, ამერიკულს. ცხადია, აზიის ქვეყნების დახმარებით და სამხედრო წარმოება თითქმის სრულად აამუშავა.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved