• რეკლამა
  • კონტაქტი
22:33, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

WSJ: გაეროს უშიშროების საბჭოზე, შესაძლოა, კენჭი უყარონ აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რომლის ერთადერთი თანასპონსორი საქართველოს მთავრობაა

ალია ავტორი - ალია
23:22 02-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
473

გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ორშაბათს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, შესაძლოა, კენჭი უყარონ აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სწრაფად დასრულებას ითხოვს – რეზოლუციას ერთადერთი თანასპონსორი ჰყავს – საქართველოს მთავრობა, – ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის რეზოლუციის კანონპროექტში, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება, ნათქვამია, რომ ის “ითხოვს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას” და გლოვობს “ადამიანთა ტრაგიკულ დაღუპვას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“.

ამასთან, გამოცემის ცნობით, აშშ-ის რეზოლუციაში არ არის მითითებული, თუ ვინ დაიწყო ომი და არ მოიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს კრემლის მიმართ.

“მას ერთი თანასპონსორი ჰყავს – საქართველოს მთავრობა, რომლის კავშირები მოსკოვთან ბოლო დროს დათბა”, – წერს The Wall Street Journal-ი.

ამასთან, გამოცემის ცნობით, აშშ უკრაინისგან მოითხოვს, გაიწვიოს რეზოლუციის ალტერნატიული პროექტი, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს ადანაშაულებს.

„ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინას, გაიტანოს რეზოლუციის პროექტი და, ნაცვლად ამისა, შემოუერთდეს ჩვენს რეზოლუციას, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას კონსენსუსის გზით და რომელიც ფოკუსირებულია ერთ მარტივ იდეაზე: ომის დასრულებაზე“, – აღნიშნულია ნოტაში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ევროპულ დედაქალაქებს გაუგზავნა წერს WSJ-ი.

თარგმანი – ინტერპრესნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved