ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან რიგის მიმართულებით აღარ იფრენს.
ბოლო ფრენა 31 მაისს შესრულდება.
ფრენის გაუქმება ოპერაციულ ხარვეზებს უკავშირდება, რომლებიც Pratt & Whitney-ის ძრავის დეფექტებითაა გამოწვეული. ამ პრობლემების გამო კომპანია იძულებულია, რამდენიმე მიმართულება გააუქმოს.
ჯერჯერობით უცნობია, მომავალში აღადგენს თუ არა ამ მიმართულებით ავიაკომპანია ფრენას.
კომენტარები