• რეკლამა
  • კონტაქტი
01:33, ხუთშაბათი, 15 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“WhatsApp ანგარიშებზე დაფიქსირდა შეღწევა მაღალტექნოლოგიური ჯაშუშური პროგრამით” – ანდრო გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
11:54 02-01-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
175

“WhatsApp ანგარიშებზე დაფიქსირდა შეღწევა მაღალტექნოლოგიური ჯაშუშური პროგრამით, რომლის მწარმოებელია ისრაელის ტექნოლოგიური კომპანია Paragon Solutions”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კიბერ-უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე წერს.

“კომპრომეტირებული ანგარიშების რაოდენობა და გეოგრაფია უცნობია; სამიზნე ჯგუფი, არსებული მონაცემებით არასამთავრობო სექტორი და ჟურნალისტები არიან. ასეთ პროგრამებს , როგორც წესი, მწარმოებლები სახელმწიფო სააგენტოებს მიაწვდიან ხოლმე, ტერორიზმთან და კრიმინალთან ბრძოლის მიზნით, თუმცა, ხშირია პროლიფერაციის შემთხვევები .

Paragon Solutions-ი, Intellexa და NSO Group-ისგან განსხვავებით, აქამდე არ ყოფილა მხილებული კომერციული ჯაშუშური პროგრამის უკონტროლოდ გავრცელებაში და ამ მხრივ საიმედო პარტნიორად ითვლებოდა სახელმწიფო უწყებებისთვის. მაგალითად, NSO Group-ი იყო ცნობილი მაღალტექნოლოგიური ჯაშუშური პროგრამის Pegasus მწარმოებელი, რომელიც აღმოჩნდა ავტორიტარული რეჟიმების ხელში და გამოიყენებოდა ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ ფარული მიყურადებისათვის.

ამგვარი ჯაშუშური პროგრამას მობილურ ტელეფონში ან კომპიუტერში მოხვედრისას წვდომა აქვს მიმოწერაზე, ინფორმაციაზე, ხმოვან, ვიდეო და ფოტოფაილებზე, ასევე, ახდენს გადაადგილების თრეკინგს და კამერის და მიკროფონის გააქტიურებას.

ისინი იმდენად მაღალტექნოლოგიურია, რომ რაიმე ზოგადი ნიშნებით ან ინდიკატორებით (გაცხელება, ხმის გაორება, შენელება etc.) მათი ტელეფონში აღმოჩენა შეუძლებელია, ამიტომაც, ზოგადი რეკომენდაცია იქნება, მოვერიდოთ მგრძნობიარე მიმოწერას და განსაკუთრებით, მგრძნობიარე ფაილების გაგზავნას WhatsApp-ის მეშვეობით.

განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ უცნობი ან ნაცნობი ჩატებიდან pdf ფაილების ჩამოტვირთვას , რადგან ეს ვირუსი ჯგუფებში ამგვარი ფაილების დაგზავნით გავრცელდა. იმედია, კომპანია მალე გამოუშვებს შესაბამის განახლებებს.

საქართველოში WhatsApp გამოიყენება როგორც კერძო მიმოწერისთვის, ასევე ბიზნესისა და სამთავრობო ჩატებისთვისაც”, – წერს ანდრო გოცირიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან
ახალი ამბები

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან

16:13 05-14-2025
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

14:17 05-14-2025
შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას
ახალი ამბები

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

14:11 05-14-2025
თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო

13:51 05-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved