• რეკლამა
  • კონტაქტი
03:24, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების სამზადისი დაიწყო

ალია ავტორი - ალია
17:44 06-18-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

ჟიურის წევრების შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებისთვის  სამზადისი უკვე დაიწყო. ჟიურის წევრები 2021 წლის ნომინაციებზე და წლის ტენდენციებზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბნენ.

შეხვედრას ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების  ჟიურის 13 წევრი და დამოუკიდებელი აუდიტორი დაესწრო. Welcome to Georgia!-ს ჟიურის წევრები დარგის წამყვანი სპეციალისტები და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. სწორედ მათი შეფასებების საფუძველზე და BDO საქართველოს ჩართულობით ვლინდებიან ნომინაციების გამარჯვებულები. შეხვედრის შედეგად, სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი 2021 წლის განახლებული ნომინაციების სია.

„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გუნდისთვის, სტრატეგიულად, მნიშვნელოვანია ჟიურის წევრების შეკრება, რადგან სწორედ ამ დისკუსიის ფორმატში იბადება საინტერესო ნომინაციების იდეები, ვმსჯელობთ წლის ტენდენციებზე და ვცდილობთ პროექტი მეტად მორგებული გავხადოთ მონაწილეების სურვილებსა და მისწრაფებებზე. ჟიურის წევრების შეკრება მიუთითებს იმაზე, რომ პროექტის ნომინაციებზე რეგისტრაცია ძალიან მალე გაიხსნება, რაც Welcome to Georgia!-ში მონაწილეობის სურვილის მქონე კომპანიებისთვის სასიხარულო მინიშნებაა,“ – განაცხადა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელმა, მარინა ჩაიკამ.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან ტარდება საქართველოში. მან წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა ფლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში და რომლის ნომინატთა და გამარჯვებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. პროექტის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ბანკი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. პროექტს მხარს უჭერენ ეკონომიკის სამინისტრო, თბილისის მერია და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა. პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორია BDO საქართველო, რომელიც ნომინაციების გამარჯვებულებს თანასწორობის, სამართლიანობის და გამჭვირვალობის პრინციპით ავლენს.

თეგები: welcome to georgiaტურიზმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved