ამერიკის საელჩოში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამბობს:
ეკონომიკური საკითხები საქართველოს შემთხვევაში ვერ იქნება განყენებული დემოკრატიული პროცესებისგან. ორი მთავარი ძალა არის შავი ზღვა, რომელიც განაპირობებს კასპია-შავი ზღვის კორიდორს და დემოკრატია, ეს ორი რამ ერთმანეთისგან განუყოფელია და აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს თავსებადი არ არის ივანიშვილის რეჟიმთან იმიტომ, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატია, ევროკავშირის ნაწილი და შავ ზღვაზე, ამის შემდეგ დასავლური ინტერესების განხორციელება იქნება შესაძლებელი.
რა თქმა უნდა, ვილაპარაკეთ პოლიტიკურ ტყვეებზე და ისიც აღვნიშნეთ, რომ გუშინ მისჯა, გუშინწინ მისჯა ელენე ხოშტარიასთვის, გუშინ დაჭერა აქტივისტების, სტუმრის აქ ყოფნის პირობებში, სწორედ მისთვის განკუთვნილი ინფორმაცია იყო და მისთვის დანახებული პოზიცია “ქართული ოცნების”, რომ არავითარი დათმობა დემოკრატიის მიმართულებით არ იქნება.
ვუთხარით მთავარი, ჩვენ არ ვივაჭრებთ ტყვეებით, ჩვენ არ დავიხევთ უკან, იქნება დიდი აქციები.”














კომენტარები